აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Guga Kashibadze / FBგუგა ქაშიბაძე
გუგა ქაშიბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწვრობის ცენტრის ცნობით, 77 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს თავი მთლიანად, ორივე ზემო კიდური და  გულმკერდი

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებულ 77 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი, განუცხადა ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
შსს: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა

„ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 77 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით. სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიიღო საკმაოდ სერიოზული ტრავმა. აღენიშნება 35 პრეოცენტი, მეორე-მესამე ხარისხი. დამწვარი აქვს თავი მთლიანად, ორივე ზემო კიდური, გულმკერდი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

დაზარალებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე  საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება დღეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა.

ყველა ახალი ამბავი
0