„პოლიტიკური აიკიდო“, ანუ როგორ პოულობს „გირჩი“ ხვრელებს კანონში

© Sputnik / Alex Shlamovპარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე
პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ უნდა აუარო გვერდი კანონს ისე, რომ კანონი არ დაარღვიო – ამაზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე „Sputnik–საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის ყველაზე ეპატაჟური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი და ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესაუბრა.

საქართველოში ყველაზე ორიგინალური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს.

2018 წლის ოქტომბერში პარტიის ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი მიიღო მონაწილეობა და 2,26%-ით მეხუთე ადგილზე გავიდა. მაშინ, როცა სხვები მილიონებს ხარჯავენ პიარზე, „გირჩმა“ სახელი თავისი გამოხდომებით ისე გაითქვა, რომ კაპიკი არ დაუხარჯავს – მათ ქვეყანაში ყველა იცნობს!

ტაქსი მეიდანზე - Sputnik საქართველო
„შმაქსის“ ქოლ-ცენტრი ამოქმედდა: გამოძახება უკვე ტელეფონით შეიძლება

– როგორ გაჩნდა პარტიის ლოგო და სახელის იდეა?

– ლოგო მას შემდეგ მოვიფიქრეთ, რაც პარტიის სახელზე შევჯერდით. საზოგადოება ფიქრობს, რომ რაღაც ღრმა აზრი ჩავდეთ „გირჩის“ სახელის მოფიქრებაში. სახელზე როდესაც ვფიქრობდით, ან კლასიკური სახელი უნდა შეგვერჩია, ან ისეთი, რომლითაც ხალხი 240 პარტიისგან განგვასხვავებდა.

მახსოვს, ოფისში, მაგიდაზე გირჩი იდო და ჩვენმა მეგობარმა გოგა ხაჩიძემ თქვა, მოდით, „გირჩი“ დავარქვათ პარტიასო. დღეს ვთვლი, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით სწორი აღმოჩნდა.

პარტიის რეკლამირებისთვის ფული არ გვქონდა. გვინდოდა ისეთი სახელის მოფიქრება, ხალხი რომ აიტაცებდა, მათ შორის ბევრი – გაიცინებდა, გაერთობოდა... მაგრამ საბოლოოდ ყველა გაიგებდა, რომ ასეთი პარტია შეიქმნა. ბევრმა დაგვცინა, ლოგო ციყვებსაც კი შეადარეს. შემდეგ დაგვჭირდა დრო, რათა ხალხს დაეჯერებინა, რომ ეს არ არის თამაში და სერიოზული ხალხი ვართ. პარტიის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჩვენ არ ვთამაშობთ.

© Sputnik / Alex Shlamovპარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე
„პოლიტიკური აიკიდო“, ანუ როგორ პოულობს „გირჩი“ ხვრელებს კანონში - Sputnik საქართველო
პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

– სახელმწიფოს რამდენიმე სასამართლო დავა მოუგეთ. როგორ ახერხებთ კანონებში სუსტი ადგილების აღმოჩენას და თქვენი მიზნების მიღწევას?

– მე სამართალმცოდნე არ ვარ და იურიდიული განათლება არ მაქვს. თუმცა, ოფისში გვყავს კარგი იურისტები, რომლებიც სამართალს სწორად უყურებენ. ზოგადად, როდესაც გვინდა, რომ კონკრეტული ტიპის რეგულაციას დავუპირისპირდეთ, ვცდილობთ გავიგოთ რეგულაციის შინაარსი. მთავარია გესმოდეს ლოგიკა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ბიუროკრატია. ისინი კითხულობენ მხოლოდ იმას, რაც წერია ფურცელზე, მაგალითად, რომ ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, რომელსაც უნდა ჰქონდეს ყვითელი ტრაფარეტი და უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. შესაბამისად, თუ სიღრმეებს ჩაწვდები და კარგად გაიაზრებ, შენ შეგიძლია „გააკეთო“ მანქანა, რომელიც არის მარჯვენასაჭიანი, სამკარიანი და ტაქსი არ აწერია. ჩვენ შემთხვევაში ეს არის „შმაქსი,“ რომელსაც აქვს საგანმანათლებლო იდეა და არის „უნივერსიტეტი ბორბლებზე“.

თუ ასეთი ტიპის ქვეყანაში ცხოვრობ, მსგავსი „ხვრელები“ ყველგან შეიძლება იპოვნო და არასწორ რეგულაციებს ებრძოლო.

თუნდაც, როდესაც გეუბნებიან, რომ 0,001 გრამი „ექსტაზის“ გამო ცხრა წელი უნდა დაგაპატიმრონ, რაც სრული სიგიჟეა, მათ მეთოდს ვუტრიალებთ და ვუპირისპირდებით მათივე მეთოდით, რასაც „პოლიტიკურ აიკიდოს“ ვეძახი.

შმაქსი
„პოლიტიკური აიკიდო“, ანუ როგორ პოულობს „გირჩი“ ხვრელებს კანონში - Sputnik საქართველო
შმაქსი

– თქვენ წინააღმდეგ რამდენი საქმეა აღძრული და ძირითადად რა კანონდარღვევებზეა საუბარი?

– გასულ წელს იყო სამი შემთხვევა. პირველად, როდესაც ქუჩაში ადამიანს აკავებდნენ და ჩვენ გამოვესარჩლეთ. მაშინ ბრალი დაგვდეს, თითქოს პოლიციის შენობაში შევვარდით და სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენეთ სამართალდამცველებს. ამ ბრალდებით ორ ადამიანს 10-დღიანი პატიმრობის ვადა შეუფარდეს, მე კი 2 ათასლარიანი ჯარიმა დამაკისრეს, რაც არ გადამიხდია და დღემდე არავის გახსენებია. არ გადავიხადე იმიტომ, რომ მაინტერესებდა სახლში თუ მოვიდოდნენ და დანა-ჩანგლებს აღწერდნენ.

მეორე შემთხვევა მოხდა პირველი დაკავებიდან 10 დღეში, „ბასიანის“ ამბების დროს. რუსთაველის გამზირიდან აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიტაცეს და იგივე ბრალი დამდეს, თითქოს პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი. სიცრუეა, მაგრამ თუ იგივე გავიმეორე, ესე იგი რეციდივისტი ვარ და უფრო მეტი უნდა მომისაჯონ. სინამდვილეში იმდენად უაზრო საქმე იყო, რომ მოსამართლემ პოლიციელი ცრუ ჩვენებისთვის არ დასაჯა და მე შენიშვნა დამიწერა.

მესამე შემთხვევა იყო მაშინ, როდესაც კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე სამი ცალი „ჯოინთი“ დავარიგე. ამის გამო დამაკავეს. წესით, სისხლის სამართლის საქმეა და ციხეში უნდა ჩამსვან, თუმცა ვერ ბედავენ, არ ვიცი რას ერიდებიან – ცნობადი სახე ვარ, პოლიტიკოსი, თუ რისი ეშინიათ... ასე რომ, ეს საქმე ისევ გახსნილია და დევს სადღაც თაროზე. პირველი დაკავების საქმეზე  ვაპირებ სარჩელი სტრასბურგში შევიტანო. ჩვენ შევძელით და კანაფის მოხმარება ლეგალური გავხადეთ. გაჩნდა ბევრი მომიჯნავე ბიზნესები, მაგალითად, გასაზრდელი ყუთები, თესლები, სასუქები, მოსაწევი სხვადასხვა საშუალებები და ა.შ.

ირაკლი ხმალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის ვიცე-მერი: „გირჩი“ ერთობა, ხოლო „შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება

– როგორ შეაფასებდით ახალ საარჩევნო სისტემას, როგორ ემზადებით 2020 წლის არჩევნებისთვის და რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა?

– „გირჩი“ რამდენიმე წლის წინ მოითხოვდა იმ საარჩევნო სისტემას, რომელზეც ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და სამართლიანი სისტემა, როდესაც ბარიერი არ არსებობს.

საქართველოში ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც აქვს ონლაინ პარტიული რეიტინგი. ონლაინ-პლატფორმა პოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს. შეუძლიათ ესტუმრონ ჩვენს ვებ-გვერდს და ნახონ ვინ არის ჩვენთან პარტიულ რეიტინგში პირველ ან ბოლო ადგილზე. მათ შორის შეუძლიათ ნახონ ვინ არიან მისი მხარდამჭერები, ვინ რამდენი ქულით დაუჭირა მხარი და ა.შ.

ჩვენი მთავარი გამოწვევა 2020 წლის არჩევნებამდე არის ის, რომ ამ ონლაინ-პლატფორმაში რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გავაწევრიანოთ, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება ამომრჩეველთა ბაზა. ეს საშუალებას მოგვცემს, არჩევნების წინა პერიოდში შევახსენოთ ამომრჩევლებს არ დაიზარონ და მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
კრიპტოვალუტა ქართულ პოლიტიკაში: „გირჩმა" პლატფორმა წარმოადგინა

– რომელ პარტიას თვლით მთავარ ოპონენტად და რით განსხვავდება „გირჩი“ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან?

– ჩემთვის სხვადასხვა პარტია არ არსებობს, მეტ-ნაკლებად ყველა ერთნაირია, მათ, როგორც ნაცრისფერ მასას, ისე ვუყურებ. „გირჩი“ ერთადერთი პარტიაა ქვეყანაში, რომელსაც აქვს მკაცრად განსაზღვრული, გამჭვირვალე, გასაგები პრინციპები და ღირებულებები. სხვა პარტიები მოსახლეობაში გამოკითხვას ატარებენ, თუ რა სურთ, რომ გააკეთონ. დაკვეთა მოდის ხალხისგან. ჩვენ ხალხს არ ვეკითხებით რა სურთ, რადგან ვიცით, რა არის სწორი ფორმულა. ჩვენ ვიცით, როგორ გარდავქმნათ „საბჭოთა საზოგადოება“ თავისუფალ საზოგადოებად, ვიცით რისი გაკეთება გვინდა მიუხედავად იმისა, რა დაკვეთა მოდის ხალხისგან. ხალხი ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არის საბჭოთა განათლების ზეგავლენის ქვეშ. მათ დიდ ნაწილს პრობლემა აქვს გაიაზროს რა არის სწორი და რა – არასწორი, ისე, როგორც მაშინ ცხოვრობდნენ არასწორი მორალით. მათ შორის ჩემი მშობლების თაობას ვგულისხმობ. ხალხის დაკვეთა არის საბჭოთა საქართველოს აღდგენაზე. ჩვენ კი გვჭირდება თავისუფალი და ღია საზოგადოების აშენება.

© Sputnik / Alex Shlamovპარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე
„პოლიტიკური აიკიდო“, ანუ როგორ პოულობს „გირჩი“ ხვრელებს კანონში - Sputnik საქართველო
პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

– პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რა იქნება მთავარი პრინციპები „გირჩისთვის“ და რა ცვლილებებზე იმუშავებთ?

– არსებობს სამი ყველაზე პრინციპული საკითხი, რომელიც შესაცვლელია:

პირველი, ეს არის სწრაფი გამდიდრების ყველაზე მოკლე გზა – მოქალაქეების კერძო საკუთრებაში სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების დაბრუნება. როდესაც ბოლშევიკებმა ადამიანებს ყველაფერი ჩამოართვეს, ეს ქონება დღემდე სახელმწიფოს ხელშია.

მეორე, განათლების სისტემა დასაშლელია. ეს სისტემა ზოგადად ყველგან მოძველებულია, რადგან მეოცე საუკუნის დასაწყისის გამოწვევებისთვის არის შექმნილი და 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. არის ფოკუსირებული მახსოვრობაზე, რაც დღეს არავის სჭირდება, რადგან არსებობს Google და Wikipedia.

მესამე მართლმსაჯულების სისტემაა. მართლმსაჯულების სისტემის გარეშე კეთილდღეობაზე საუბარი მხოლოდ ზღაპარია. უნდა გატარდეს ისეთი რეფორმები, რომ შანსი მაინც გაჩნდეს იმისა, რომ იქნება სისტემა სამართლიანი და არა სადამსჯელო, როგორც საბჭოთა კავშირის დროს.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის: „გირჩი“ საგინებელ ვებ-გვერდს ქმნის

– ალბათ მოფიქრებული გაქვთ საპროტესტო კამპანიების მონახაზი, რა იქნება შემდეგი?

– არაფერი გვაქვს წინასწარ მოფიქრებული. სპონტანური ამბავია. სინამდვილეში ჩვენთან ასეთი რაღაცების მოფიქრება წინასწარ არ ხდება. ძირითადად არის ხოლმე საკითხზე რეაქცია, ან ოფისში იდეა დაიბადება და მეორე დღეს ვაკეთებთ. ჩვენგან მოფიქრებული არც ერთი იდეა არ ყოფილა წინასწარ მომზადებული. რაც გაგვიკეთებია, ყველაფერი ასე გვაქვს შექმნილი.

– ფიქრობდით, რომ „გირჩი“ გახდებოდა ის, რაც დღეს არის?

– არსებობს ისეთი ხალხი პოლიტიკაში, რომლებიც მიღწევების შემდეგ საუბრობენ, რომ თავიდანვე ძალიან მაგრები იყვნენ და წინასწარ გათვალეს. წარმოდგენა არ მქონდა, რა გამოვიდოდა „გირჩიდან“. ჩვენ გვქონდა იდეები და გვჯეროდა იმ იდეების, რასაც დღეს ვატარებთ. კონკრეტულად რა ფორმას მიიღებდა „გირჩი“, არავინ იცოდა. არც ის ვიცი, მომავალში როგორი იქნება პარტია. თავიდან შეცდომებით დავიწყეთ. მე პირადად მჯეროდა იმის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მქონდა ნანახი და რასაც გარედან ვაკვირდებოდი, მაგრამ დაახლოებით ერთ წელიწადში მივხვდით, რომ სინამდვილეში სულ სხვა რაღაცის კეთება გვინდოდა და „გირჩისგან“ 2016 წლის ბოლოს დაიწყო იმის შექმნა, რაც არის დღეს „გირჩი“. პრინციპი ასეთია: მთავარია არ გაჩერდე, ბევრი რაღაც სცადო და საბოლოო ჯამში რაღაც გამოვა და რაღაც არა. რაც გამოვა, იმის კეთება შეგიძლია გააგრძელო. ასე აღმოვაჩინეთ რომელი სტრატეგია მუშაობს და რომელი არა.

 

ყველა ახალი ამბავი
0