ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრა იყო აუცილებელი

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის დეპუტატებს განუმარტა, თუ რატომ იყო აუცილებელი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან შეხვედრა.

მავთულხლართები და დევნილები – რა საკითხები წამოჭრა საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებაზე >>

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74–ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის შუამდგომლობით გაიმართა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე მან საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გასწვრივ ბორდერიზაციის შეწყვეტის აუცილებლობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი წამოჭრა.

„ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი და ფაქტორი იყო უკანონო ბორდერზიაციის მძიმე ტალღა, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს პროცესი დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა, როგორც გუგუტიანთკარში, ისე სოფელ ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

სიტუაციის გამწვავების მიზეზი სოფელ წნელისში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიარაღებული ძალების არაპროპორციული გადაადგილება და ქართული მხარის მიერ მეზობელ სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს გახსნა გახდა.

რუსეთი - Sputnik საქართველო
„იმედია, საქართველო სიგნალს გაიგონებს" – რუდენკო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

„აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან მკაფიოდ  განვაცხადო, როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ჟენევის მოლაპარკების საერთაშორისო ფორმატის შენარჩუნებაზე. მოლაპარაკების მონაწილეები არიან საქართველო, რუსეთი, აშშ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობათა წარმომადგენლები, თანათავმჯდომარეები კი – ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

„ვფიქრობ, ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურია ის და რამდენად პასუხობს მოთხოვნებსა და ამოცანებს... მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ განვიხილავთ ჟენევის ფორმატს იზოლირებულად და გეოპოლიტიკური სიტუაციისგან განცალკევებით, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ამიტომ ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს ჟენევის მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

პესკოვი: კრემლი საქართველოსთან კარგი ურთიერთობების აღდგენის მომხრეა >>

მისი სიტყვებით, ჟენევის მოლაპარაკება მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს დაუსრულებელი და შეუსრულებელი მისია. საქართველო ითხოვს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარის გაყვანას, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას და ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
„უნდა იყოს რეალური შედეგები" – აბაშიძე ქართველი და რუსი მინისტრების შეხვედრაზე

რუსეთის ხელისუფლებას, თავის მხრივ, არაერთხელ განუცხადებია, რომ სურს საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ დღეს არსებული რეალიების გათვალისწინებით.

როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0