მავთულხლართები და დევნილები – რა საკითხები წამოჭრა საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებაზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია ცხინვალის რეგიონის „საზღვართან“

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგი, 49–ე რაუნდი გაიმართა, რომლის დროსაც საქართველომ, რუსეთმა, აშშ–მა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს.

ჟენევაში გარღვევა არ მომხდარა, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება >>

ერთ–ერთი მთავარი განსახილველი თემა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან აგვისტოს შემდეგ გამწვავებული ვითარება გახდა. მიზეზი სოფელ წნელისში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიარაღებული ძალების არაპროპორციული გადაადგილება და ქართული მხარის მიერ მეზობელ სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს გახსნა იყო.

რუსეთი - Sputnik საქართველო
„იმედია, საქართველო სიგნალს გაიგონებს" – რუდენკო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

„წნელისის რაიონისა და ზოგიერთი სხვა პრობლემური მონაკვეთის გარდა, ვითარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოსთან შეხვედრის ყველა მონაწილის მიერ, ქართული დელეგაციის გარდა, შეფასდა, როგორც მთლიანობაში სტაბილური“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქართულმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამშვები პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე მიუთითა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მოლაპარაკების მონაწილეებს აცნობეს დროებითი შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომლებიც უსაფრთხოების მოსაზრებით დაწესდა, განმარტეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, გამშვები პუნქტი ქართული მხარის მიერ წნელისის სიახლოვეს საპოლიციო საგუშაგოს გახსნის საპასუხოდ ჩაიკეტა, აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გახარია: საქართველოს ინტეგრირება ნატოში არ არის მიმართული ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ >>

„ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატოში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე, ამ ქვეყნის სამომავლო მილიტარიზაციაზე, მის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნების რეგულარულად ჩატარებაზე. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ამ პროცესებს ვაფასებთ, როგორც რეგიონული უსაფრთხოების ძირის გამოთხრას“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
პესკოვი: კრემლი საქართველოსთან კარგი ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, ისაუბრა უკანონო მილიტარიზაციაზე და სამხედრო წვრთნებზე მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.

„მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვის პროცესის გაგრძელება. ამ კონტექსტში აქცენტი გამახვილდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 „განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ბურჯანაძე: რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე უარით საქართველომ წლები დაკარგა >>

 „49–ე რაუნდის ყველა მონაწილემ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას, მათ შორის, საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივებას, ადამიანებს შორის კონტაქტების შემსუბუქებას, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა ძებნას“, – ხაზი გაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მონაწილეებს ვითარების მოგვარების თავისი ხედვა გააცნო.

გიორგი ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო
ჩოგოვაძე: საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეიძლება ექვს თვეში განახლდეს

„მხარეებს მოვუწოდეთ, გამოიჩინონ თავშეკავება, ასევე გადადგან ნაბიჯები დეესკალაციისკენ, გამოიყენონ პირდაპირი დიალოგი მოლაპარაკების არსებული მექანიზმების ფარგლებში. ასეთ პოზიციას ჟენევის დისკუსიების მონაწილეები გაგებით და მხარდაჭერით მოეკიდნენ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როდესაც ქართულმა დელეგაციამ იძულებით გადაადგილებულთა სახლებში დაბრუნების საკითხი წამოჭრა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა, ჩვეულებისამებრ, მოლაპარაკების მაგიდა დატოვეს.

ჟენევის დისკუსია საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების ერთადერთი მოქმედი მექანიზმია. მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები არიან ასევე ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0