პესკოვი: კრემლი საქართველოსთან კარგი ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან დღემდე პრობლემები არსებობს

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთს იმედი აქვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის დასაწყისი გახდება, იუწყება РИА Новости რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

„ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს" – გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე >>

ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა გასულ კვირაში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შვეიცარიის ხელშეწყობით გაიმართა.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა

ერევანში მყოფმა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა თბილისში „ძალიან მტკივნეულად“ აღიქვეს, საქართველოს დედაქალაქში მას მოყვა ისტერიკა, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე „არც ისე ადეკვატური რეაქცია“ იყო.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველთვის ძალიან თბილად აფასებს მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთსა და საქართველოს შორის, ხოლო კრემლში, როგორც მთელს ქვეყანაში, კარგი ურთიერთობების აღდგენას ისურვებდნენ.

მაგრამ, აღნიშნა პესკოვმა, ოფიციალური თბილისის მხრიდან „დღემდე პრობლემები არსებობს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვთან შეხვედრის გამო აქცია მოუწყვეს >>

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე უარით საქართველომ წლები დაკარგა

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული. პრაღაში განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემები, ჰუმანიტარული პრობლემები და ა.შ. პოლიტიკური პრობლემები - ჟენევაში მოლაპარაკებების თემაა.

ყველა ახალი ამბავი
0