„ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს" – გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიამ ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ზომების მიღება რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის მოსახსნელად.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები თვითონ უნდა მოაგვაროს, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავისი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურნავა: რუსეთთან ფრენების შეწყვეტამ საქართველო სერიოზულად აზარალა>>

გასულ კვირაში, პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის შუამავლობით გაიმართა.

„საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოაგვაროს ურთულესი, უმწვავესი პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან", – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყნების ურთიერთობებში პროგრესის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც არ უნდა რთული იყოს ეს.

მინისტრი: პრიორიტეტი – რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაა>>

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი სათქმელი და ის, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ", – აღნიშნა გახარიამ.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
„უნდა იყოს რეალური შედეგები" – აბაშიძე ქართველი და რუსი მინისტრების შეხვედრაზე

მან ასევე განაცხადა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმის სფეროზე დადებითად აისახება.

პრემიერის განცხადებით, ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები ჩვენი ცხოვრების თითოეულ სფეროში. და როდესაც ვხედავთ, რომ ფრენების აღდგენა დაეხმარება როგორც ტურიზმს, ისე ასობით ათას ქართველს, რომლებსაც მობილურობის გარკვეული პრობლემები შეექმნათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რუსმა ტუროპერატორებმა კი საქართველოში გამომგზავრებაზე განაცხადების მიღება აკრძალეს. გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოში „გამოჩნდნენ შერაცხადი პოლიტიკოსები" და ის, „ალბათ, ფრენებს ქვეყნებს შორის აღადგენდა“.

ყველა ახალი ამბავი
0