როგორ უნდა გამოვკვებოთ ბავშვი, რომ სეზონური დაავადებები თავიდან ავიცილოთ

CC BY 2.0 / Cody / Eatingპატარა ბავშვის კვების პროცესი
პატარა ბავშვის კვების პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის და ვირუსების სეზონი ახლოვდება, შესაბამისად, ყველა მშობლის სადარდებელია, როგორ დავიცვათ ბავშვი გავრცელებული ვირუსებისგან. ასევე როგორ ვკვებოთ პატარა, რომ ჯანმრთელი იყოს, მიიღოს ყველა საჭირო და სასარგებლო ნივთიერება, ვიტამინები...

ექიმ-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს, თუ როგორ უნდა გამოვკვებოთ ბავშვი, რომ სეზონური დაავადებები თავიდან ავიცილოთ, ან რა საკვები არ უნდა მივცეთ გაციების დროს, რომ დამატებითი პრობლემა არ შევუქმნათ მის ჯანმრთელობას.

- არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც დაიწყო 2011 წელს სტენფორდის უნივერსიტეტმა. ეს კვლევა უკავშირდება ადამიანის ორგანიზმის ფლორის, ანუ მიკრობიომის და ვაქცინების ურთიერთობას. ერთ-ერთი მიმართულება იყო გრიპის ვაქცინების შესწავლა. კერძოდ, დაისვა კითხვა, შეიძლება თუ არა მიკრობიომმა ამ ვაქცინების ეფექტურობაზე იქონიოს გავლენა. ძალიან საინტერესო შედეგამდე მივიდნენ ახალი კვლევის ფარგლებში, რომელიც სულ ახლახან გამოაქვეყნეს ჩვენმა ავსტრალიელმა კოლეგებმა. კვლევის ხელმძღვანელი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის ის პროფესორი, რომელიც 2011 წლის კვლევას ხელმძღვანელობდა. მოგახსენებთ რა შედეგამდე მივიდნენ: თუ გრიპის აცრამდე უშუალოდ წინა კვირის განმავლობაში ისინი საკვლევ პირებს აძლევდნენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს ხუთი დღის განმავლობაში, აცრის შემდეგ არსებითი განსხვავება მიიღეს იმ პირებთან, ვინც არ იღებდა ანტიბიოტიკებს აცრამდე. აღმოჩნდა, რომ შეცვლილმა ფლორამ გავლენა იქონია ანტისხეულების რაოდენობაზე, რომელიც აცრის შემდეგ გამომუშავდა. აქედან გამომდინარე ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიახ, საყურადღებოა ანტიბიოტიკოთერაპიის და ვაქცინაციას შორის რაციონალური მანძილი.

ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
როდის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და რა არ უნდა გამორჩეს ამ დროს მშობელს

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პროფილაქტიკაზე, მაშინ გაციების დროს და მანამდე არაფერია ისეთი ეფექტური, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება. როდესაც ბავშვი უკვე ავად არის, ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებული მოცულობითი დატვირთვა. ვინაიდან ამ დროს ბავშვი უხასიათოდ არის, რესურსი არასაკმარისი აქვს. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ყველა ჯგუფის პროდუქტის მიღება. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხილის და ბოსტნეულის მნიშვნელობაზე, აქ მარტო C ვიტამინის მნიშვნელობა არ არის გადამწყვეტი.

C ვიტამინთან ერთად გასათვალისწინებელია ნებისმიერი ანტიოქსიდანტი, კაროტინები, რომელიც მწვანე და ყვითელ პროდუქტშია, ასევე კარაქში, ღვიძლში, კვერცხის გულშიც. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვჭირდება D ვიტამინის ადეკვატური მოხმარება. მზა სახით ეს შეიძლება მივიღოთ თევზიდან. D ვიტამინის გარკვეული რაოდენობა არის რძის ნაწარმში. ასე რომ, შესაძლებელია დღის რაციონი ძალიან მარტივად ავაგოთ. ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ როდესაც ვლაპარაკობთ ორგანიზმის მოწესრიგებაზე, იმუნიტეტთან კავშირში დადგენილია, რომ მიკრობიომი, განსაკუთრებით, ნაწლავის მდგომარეობა არის გადამწყვეტი. თუ ნაწლავი არ გვაქვს წესრიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმუნიტეტი არ გვაქვს სათანადოდ მომზადებული. პირველ რიგში ეს ეხებათ ბავშვებს, რადგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფორმირებისათვის საკმაოდ  გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

მარი მალაზონია - Sputnik საქართველო
რომელი საკვები ამაგრებს ძვლებს და როგორ უნდა მოვიქცეთ კალციუმის ნაკლებობის დროს

თუ ბავშვს დიდხანს აქვს ყაბზობა, არ დატოვოთ ეს სიმპტომი უყურადღებოდ. აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა პედიატრს – როგორ შეიძლება ამას გავუმკლავდეთ. შეიძლება ზაფხულში ყაბზობა ჰქონოდა ბავშვს და არ მიგექციათ ყურადღება, მაგრამ როდესაც პროცესი გრძელდება შემოდგომაზე, ზამთარში, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არსებობდეს გარკვეული საფრთხე ბავშვისთვის, ისევე, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა აშლილობა. ამიტომ აუცილებელია ისეთი ცოცხალი მიკროორგანიზმების მიღება, რომელიც არის მაწონში, სხვადასხვა სახის მჟავეულში. მე არ ვსაუბრობ ექვსი თვის ბავშვზე, მე ვსაუბრობ ბავშვებზე, რომლებიც არიან სასკოლო ასაკის. ფერმენტირებული პროდუქტები, რომლებშიც ცოცხალი მიკროორგანიზმებია, შესაძლოა საკვების შემადგენლობაში საკმაზად გამოვიყენოთ.

გაციების დროს ასევე მნიშვნელოვანია ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, რაც არის C და B ვიტამინის წყარო. ასევე აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინები, A, D და E ვიტამინების ადეკვატური და სწორი მიღება. ეს ვიტამინები აუცილებლად ბავშვმა უნდა მიიღოს ბალანსირებული, სწორი კვებით.

მშობლების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია კარაქიან პურზე. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კარაქზე, ეს არის ცხოველური ცხიმი, რომელიც რძის პროდუქტიდან მიიღება. ამავე დროს იგი შეიცავს რძის შრატს, მისი გარკვეული რაოდენობა აუცილებლად სჭირდება მოზარდ ორგანიზმს და ამავე დროს ზრდასრულ ადამიანს.

საახალწლო სუფრა - Sputnik საქართველო
რა საკვები არ უნდა მიირთვან საახალწლო სუფრიდან მეძუძურმა დედებმა

- რომელ კარაქზე უნდა ვიყოთ ფრთხილად?

- მინდა ხაზგასმით გითხრათ, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს არის რძისგან მომზადებული კარაქი, თუ ეს არ არის ნაღების კარაქი, თუ ეჭვი გვეპარება ან შეგნებულად ვყიდულობთ მცენარეულ კარაქს, ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი სამსახური შვილებისთვის.

- რა პროდუქტი არ უნდა მივცეთ გაციებულ ბავშვს?

- არ არის საჭირო ბავშვისთვის დამატებით დატვირთვა შაქრით. ასევე არ არის საჭირო შევქმნათ დამატებითი რისკი უმი კვერცხის გამოყენებით, რადგან სალმონელოზი შესაძლოა იყოს კიდევ დამატებითი პრობლემა. არ ღირს გაციებული ბავშვის წახალისება გაზიანი სასმელებით. ის მექანიკურად არის დაგაზული და აღიზიანებს ლორწოვან გარსს. აღარაფერს ვამბობ სახვადასხვა სახის ტკბილეულზე, რომელიც დამატებით პრობლემებს ქმნის. ძალიან ხშირად ბავშვები გაციების დროს ითხოვენ შოკოლადს, ესეც ძალიან საფრთხილოა. თუ ბავშვს ისედაც სიცხე აქვს და აღგზნებულია, შოკოლადის მიცემა გამართლებული არ არის.

გაციების დროს მიზანშეწონილია მარილიანი ჩხირების მიცემა, რადგან ეს მოანდომებს წყალს და, შესაბამისად, ბავშვი ბევრ სითხეს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0