რა საკვები არ უნდა მიირთვან საახალწლო სუფრიდან მეძუძურმა დედებმა

გამოწერა
შემობრძანდა ახალი წელი. დადგა ყველაზე მხიარული, ფერადი, საჩუქრებიანი და გემრიელი დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, თქვენს სამზარეულოშიც დაიწყო ფუსფუსი და მადისაღმძვრელი სურნელიც დატრიალდა.

ალბათ ბევრ მეძუძურ დედას აინტერესებს, რა  საკვები არ უნდა მიირთვან საახალწლო სუფრიდან. ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
რა საკვები არ უნდა მიირთვან საახალწლო სუფრიდან მეძუძურმა დედებმა - Sputnik საქართველო
თამარ ობგაიძე

- დიდი ხნის წინ, ბნელ 90-იანებში, როცა ჩემი პატარა დაიბადა, მეძუძურ ქალს კვების განსაკუთრებული შეზღუდვები ჰქონდა. მახსოვს, ახალი წლის სუფრას ნერწყვმომდგარი შევყურებდი - მხოლოდ მცირედი მერგო იმ სუფრიდან აკრძალვების გადამკიდეს.

დროც შეიცვალა და შეხედულებებიც.

არა, არ მოგიწევთ სახალწლო სუფრის განაპირას ჯდომა, ოღონდ მცირე შეზღუდვების გამოკლებით.

მაშ, ასე, თუ თქვენ პატარა ძუძუზე გყავთ, გირჩევთ, არ მიიღოთ:

სუნელებიანი საკვები

უმი ხახვი

ნივრისშემცველი კერძები

ახალშობილისა და დედის ხელები - Sputnik საქართველო
როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ ჩვილი დაპურებულია: დააკვირდით ხელს

რატომ?

იმიტომ, რომ ამ პროდუქტების გემო აუცილებლად გადავა რძეში და პატარას საყვარელი საკვების სუნს ვერ იცნობს, ამიტომ მან შესაძლოა უარი გითხართ კვებაზე.

არ დაივიწყოთ შეზღუდოთ: მაგარი ჩაი, მაგარი ყავა, კოლები.

მიზეზი მარტივია - ამ პროდუქტებში კოფეინია, რამაც შესაძლოა თქვენი პაწაწინას აგზნება და უძილობა გამოიწვიოს.

კატეგორიულად უარი თქვით ალკოჰოლიან სასმელებსა და სიგარეტზე! ეს პროდუქტები გადადის რძეში და ბავშვის ნევროლოგიურ მოშლილობებს იწვევს.

ნივრის ყვავილობა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ნიორი

მეძუძური ქალის კვება აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს.

მიირთვით თქვენი საყვარელი კერძები, თავდაპირველად მცირე ულუფებით.

თუკი რომელიმე პროდუქტზე ბავშვს გამონაყარი განუვითარდება ან ძლიერი ჭირვეულობა დაეწყება, აღნიშნული პროდუქტი აღარ მიიღოთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას!

ყველა ახალი ამბავი
0