გახარიას გამოსვლა პარლამენტში - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავარი გზავნილები

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია სიტყვით გამოვიდა პარლამენტის დეპუტატების წინაშე, რომლებსაც მომავალი მთავრობისთვის კენჭისყრა მოუწევთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ილაპარაკებს მხოლოდ სიმართლეს და დაასახელებს პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ ვადებს და არ ისაუბრებს მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ზრახვებზე.

საქართველოს პარლამენტში კვირას გახარიას მეთაურობით ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს.

პატრული - Sputnik საქართველო
კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

„ჩვენს მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, ქალაქში თუ სოფელში, არ აინტერესებს ჩვენი პროგრამები, ინიციატივები, რეფორმები და გეგმები. მისთვის სახელმწიფოს განსახიერება არის რიგითი სახელმწიფო მოხელე, რომელიც ვერ ასრულებს, ხშირ შემთხვევაში, ან ასრულებს მის დაკვეთას, უგვარებს მას ყოველდღიურ პრობლემებს", - განაცხადა გახარიამ გამოსვლის დასაწყისში.

მისი თქმით, მოსახლეობას კონკრეტული პასუხები სჭირდება იმ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს.

ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს კეთილ განზრახვებზე, მაგრამ დღეს დადგა დრო, როცა ჩვენს მოქალაქეებს უკვე კონკრეტულ შედეგებზე უნდა ვესაუბროთ, აღნიშნა გახარიამ. რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოოდ ჩვენი მოქალაქეების პრობლემა სამუშაო ადგილებია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დასაქმების პრობლემა გონივრულ ვადებში გადაწყდეს. ყველას უნდა გვესმოდეს და უნდა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას, რომ არ უნდა მივცეთ უპასუხისმგებლო პირობა, არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს პრობლემა გადაწყდება ხვალ, მაგრამ უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს, როდის დადგება ეს გონივრული ვადები, განაცხადა გახარიამ.

მხოლოდ თავისუფლება საკმარისი არაა

მომავალი მთავრობის მთავარ პრინციპად გახარიამ დაასახელა ეფექტურობა, კეთილსინდისიერება და სამუშაოს შესრულების გონივრული ვადები, ასევე კორუფციასთან ბრძოლა.

პარლამენტი მთავრობას ამტკიცებს, ქუჩაში კი საპროტესტო აქცია იმართება>>

„ჩვენი მთავრობისთვის ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება. ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ჩვენს მსგავს ეკონომიკებში, გარდამავალ ეკონომიკებში, სუსტი ინსტიტუციებით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და შემდგომი 10-20 წელი ეს პრიორიტეტი ყოველდღიურად უნდა იდგეს ჩვენს წინაშე", - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: მე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი

ამასთან მთავრობის მუშაობის საწყისი წერტილი სიმართლე უნდა გახდეს.

ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ ამ აგრესიულ რიტორიკას, ამ აგრესიულ მოდელირებულ რეალობას, განაცხადა გახარიამ.

„ეს სიმართლე ჩვენთვისაც არის გამოწვევა. სიმართლე, პირველ რიგში, გამოწვევა არის ხელისუფლებისთვის. მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია, არ გვეშინია იმიტომ, რომ ის საბაზისო ფასეულობები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა ამ ქვეყანაში, რომელმაც ადამიანებს მოუტანა ძირითადი თავისუფლებები, გაათავისუფლა ისინი ძალადობისგან, მათ მოუტანა საკუთრების უფლების დაცვა, ელემენტარული სოციალური პირობების დაცვა და ა.შ., ეს უკვე საკმარისი არ არის და ჩვენ ეს ფასეულობები უნდა გავაფართოოთ", - აღნიშნა გახარიამ.

უსაფრთხოება

გახარია მთავრობის განვითარების ძირითად პრინციპებსაც შეეხო. მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა მთავარ პრინციპად უსაფრთხოება დაასახელა.

ადა მარშანია კვიციანზე : მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ>>

გახარიას განცხადებით, უსაფრთხოება ის საფუძველია, რომელზეც სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის პოზიტიური განვითარება დგას. უსაფრთხო ქვეყანა ის საფუძველია, რომელზეც უნდა განვითარდეს განათლება, კულტურამ სპორტი, სოციალური მიმართულებები და ჩვენი მიზანია შემცირდეს ჩვენი უსაფრთხოების რისკები, რომლებიც რეალურია, განაცხადა გახარიამ.

ემზარ კვიციანი პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პოლიციამ ემზარ კვიციანი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა: რა მოხდა პარლამენტთან

მან ასევე დაასახელა მთავარი გამოწვევა საქართველოს უსაფრთხოებისთვის

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული, რომ საქართველოს განვითარების, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20%-ია ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20%-ია ოკუპირებული და ამაში არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების. ეს არის ყველაზე დიდი მუხრუჭი საერთოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად საქართველომ რუსეთთან მოლაპარაკებების ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს, რომელიც ჭკვიანურად და „ცივი გონებით" უნდა აეწყოს.

„რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ და სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმატები - ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატია, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი, ალბათ ჯერ ნაადრევია", განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, პრობლემის გადაჭრისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული, გარდა ომისა.

პრემიერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უსაფრთხოების განმსაზღვრელი მისი საგარეო პოლიტიკაა.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ცხვრები პარლამენტთან: მორჩილების სიმბოლო თუ ...

ევროკავშირთან მიმართებით, გახარიას განცხადებით ერთი რამის თქმაა საჭირო: დიდხანს შეიძლება საუბარი, რომ მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და ა. შ. მაგრამ ეს უკვე მიღწეულია, შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები ერთობლივი ინსტიტუტებისა და კანონმდებლობისკენ. ეს მოგვცემს საშუალებას, ხვალ პარტნიორებს მეტი მოთხოვნა წავუყენოთ, აღნიშნა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლა აქვს ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

„დღეს ნატოსთან თანამშრომლობა უმაღლეს წერტილზეა. ჩვენი ერთობლივი წვრთნები გრძელდება და ჩვენი მთავარი მიზანია, გავხდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრი", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება შიდა უსაფრთხოებას, გახარიას თქმით, მთავარი გამოწვევაა რადიკალიზაციის მაღალი დონე. აქ 20-21 ივნისის მოვლენები იგულისხმება, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ამას პოლიციის მხრიდან აქციის დაშლა მოჰყვა.

„მაგარი ხარ, მეამაყები...“ - „ფეისბუქ“-რეაქციები ემზარ კვიციანის ქმედებაზე>>

პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლება არასდროს აღარ უნდა შეიცვალოს ძალადობრივი გზით. მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ოპოზიცია პარლამენტის შტურმის მცდელობას თავისუფლების გამოხატვას უწოდებს.

„როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომელზეც არის პოლიტიკური კონსენსუსი ყველა პოლიტიკური ძალის, რომ შემდეგი საპარლამენტი არჩევნები უნდა იყოს პროპორციული, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საპარლამენტო დემოკრატია რადიკალიზაციის ასეთ მაღალ დონესთან უბრალოდ არ არის თავსებადი. რადიკალიზაციის ასეთი მაღალი ხარისხით საპარლამენტო დემოკრატიაში განსაკუთრებით პროპორციულ სისტემაზე დაფუძნებულზე, ძალზე რთული იქნება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს პოზიტიური დღის წესრიგი", - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: თვითდასაქმებულთა რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდა

ეკონომიკის განვითარება

ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტია თავისუფალი ბაზარი და ამ ფუნდამენტის ერთადერთი საფუძველი ეფექტური, ძლიერი ბიზნესია, რომელსაც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სამუშაო ადგილების შექმნით, გააძლიეროს, რომ მან ეფექტურად შეასრულოს საკუთარ თავზე დასაქმებულების მიმართ აღებული სოციალური პასუხისმგებლობა. ეს იქნება ძირითადი ფორმულა და პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ, აღნიშნა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა ხელისუფლების მიღწევები.

„ბოლო წლების მუშაობის შედეგი არის ის, რომ წელს პირველი წელია, როდესაც თვითდასაქმებულების რაოდენობა 1 პროცენტით ნაკლებია ოფიციალურად დასაქმებულ ადამიანებზე. ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2018 წელს პირველად იყო 51 პროცენტი", - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ძალისხმევა, მისი თქმით, მიმართული იქნება იმპორტის შემცირებასა და ექსპორტის გაზრდაზე.

გახარიას განცხადებით საქართველოს პატარა და ღია ეკონომიკა აქვს, ამიტომ ბიზნესის განვითარებას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კომუნიკაცია ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ეფექტური იყოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდეს. აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ჟენევის მოლაპარაკებებს ჯერ თავისი თავი არ ამოუწურავს

ამასთან, მთავრობა გააგრძელებს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. მან ასევე დააანონსა სახელმწიფო ქონების პრივატიზება.

ადამიანური კაპიტალი

ადამიანური კაპიტალი დიდი რესურსია, რომლის განვითარება ერთ წელიწადში შეუძლებელია. მთავარი პრობლემა ამ მიმართულებით განათლებაა. მაგრამ ჩვენ მუშაობა დღეს უნდა დავიწყოთ, რათა ჩვენმა შვილებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ეს რესურსი, განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა გაგრძელდება - დაიწყება სასკოლო განათლებიდან და მასწავლებლებზე ზრუნვით.

გახარიამ ასევე პირობა დადო, რომ გაგრძელდება ჯანდაცვის, საპენსიო რეფორმა და სხვა პროექტები, რომლებიც მისმა წინამორბედებმა დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0