თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდებმა, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან, პარლამენტთან ათი ცხვარი მიიყვანეს.
© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებს დაანახონ, რომ ისინიც ისეთივე მორჩილები არიან, როგორც ცხვრები.
„ცხვრები არიან ცხოველები, რომელთაც პროტესტის გრძნობა არ გააჩნიათ, მიდიან იქ, სადაც მათ მწყემსი მიუთითებს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა ცხვრებს მმართველი პარტიის დეპუტატების სახელები დაარქვეს.