„მაგარი ხარ, მეამაყები...“ - „ფეისბუქ“-რეაქციები ემზარ კვიციანის ქმედებაზე

© Sputnik / Shota Nozadzeემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების ფორმატში ვიდრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია და დეპუტატები სიტყვით გამოდიან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „სირცხვილია" იმართება

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ქმედებას, რა დროსაც მან რამდენიმე წუთის წინ პოლიციელსა და აქცია #სირცხვილია-ს აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვიციანის მიერ მოქნეული ხელი როგორ ხვდება პოლიციელს და როგორ ურტყამს ის ფეხს აქტივისტს.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პარლამენტი მთავრობას ამტკიცებს, ქუჩაში კი საპროტესტო აქცია იმართება

ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც აქციის ორგანიზატორებმა შენობასთან უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ კვიციანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ რაც მოხდა, კონკრეტულად მის წინააღმდეგ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, ცოტა ხნის შემდეგ, კი სავარაუდოდ უარყოფითი კომენტარების შემდეგ, სტატუსი წაშალა.

ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
დისკრიმინაციული გამონათქვამი: ომბუდსმენი კვიციანს რეკომენდაციას აძლევს

„სირცხვილი ხარ ქვეყნის ემზარ სირცხვილი“, „იმედია დაგიჭერენ და ღარიბაშვილი ვეღარ გამოგათრევს ციხიდან“, „მონა ხარ, როცა კოდორში იბრძოდი, მაშინაც მონა იყავი და შენი ხალხის წინააღმდეგ იდექი, ახლაც მონა ხარ მონად ჩაძაღლდები, შენ რა იცი თავისუფლების ფასი“, - უწერენ დეპუტატს, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მას საქციელს უწონებენ.

„გაიხარე ძალიან მაგარო კაცო. მაგარი ხარ ემზარ და მეამაყები“, - უწერს კვიციანის სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების ფორმატში ვიდრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია და დეპუტატები სიტყვით გამოდიან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „სირცხვილია" იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0