არეულობა და აქციის დაშლა - 20-21 ივნისის მოვლენების ქრონოლოგია

© Sputnik / STRINGERაქციის დაშლა 20-21 ივნისის ღამეს
აქციის დაშლა 20-21 ივნისის ღამეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის დეპუტატ ნიკა მელიას არეულობის მოწყობაში ბრალეულობას ამტკიცებს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ იმ ვიდეოს საპირისპიროდ, რომლითაც ოპოზიცია 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე მომხდარ არეულობასთან თავის კავშირს უარყოფს, დიდი რაოდენობის ვიდეოჩანაწერების შესწავლის შემდეგ იმ ღამის მოვლენების ქრონოლოგია წარმოადგინა.

ვერძეული: მოგვიანებით აქცია გახდა ძალადობრივი, პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო >>

„დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეო მასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, - ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო
„მზად ვართ" – ოპოზიციონერები თბილისში არეულობებთან დაკავშირებით შსს-ს კითხვებს უპასუხებენ

იქვე აღნიშნულია, რომ მსგავსი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა ბრალდებული ნიკა მელიასთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, რომელსაც არეულობის ორგანიზება ედება ბრალად.

პროკურატურამ გადასცა მელიას ადვოკატს ვიდეომასალა, რომელიც „უტყუარად ადასტურებს“ მის ბრალეულობას, მაგრამ დაცვის მხარემ ამ მასალების საფუძველზე შექმნა „საკუთარი ვერსია“, აღნიშნულია განცხადებაში.

„სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია, პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით  განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის  მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ მიიჩნია, რომ ისეთი მოწოდებები, როგორიცაა „ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ თავისი „დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად“ სჭირდებოდა. ამავე მიზანს ემსახურებოდა დეპუტატის „მოჩვენებითი მზაობა“ მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი.

„გადადეთ ემოციები გვერდზე" – პრეზიდენტი მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს >>

პროკურატურის განცხადებით, ამ მტკიცებულებებს საფუძვლად უდევს ის, რომ ამ მშვიდობიანი მოწოდების პარალელურად პოლიციაზე შეტევაზე გადასულმა აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რის შემდეგაც გამოყენებულ იქნა სპეცსაშუალებები - ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ქრონოლოგია:

გამოძიების მასალებით, 2019 წლის 20 ივნისს დაახლოებით 17:25 საათიდან პარლამენტის წინ მომიტინგეებმა შეკრება დაიწყეს.

თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
ჩუგოშვილი: ვინც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა, ყველამ ცუდად დაამთავრა

აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ დაახლოებით 21:07 საათზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მიმართა ნიკანორ მელიამ და მოუწოდა მათ პარლამენტში შესვლისკენ, თუ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდება.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში (ხელებაწეული), სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ქვეყანასაც და პარლამენტსაც, ჩვენ არც პარლამენტი გვაქვს და არც ქვეყანა“ - ეს არის ის მოწოდებები, რომლებითაც ნიკანორ მელია აგრესიულად განწყობილ აქციის მონაწილეებს მიმართავს, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ დაახლოებით 21:46 საათზე ნიკა მელიამ განმეორებით მიმართა შეკრებილებს და 10 წუთში პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“ >>

ნიკა მელიას ამ მოწოდებიდან 6 წუთში პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა მელიას ხელმძღვანელობით და მისი უშუალო მონაწილეობით პარლამენტის პერიმეტრზე განლაგებული პოლიციელების მიმართ ძალადობა დაიწყო -  იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაახლოებით 22:51 საათზე ნიკა მელიამ კვლავ მიმართა შეკრებილებს და მოუწოდა არ დატოვონ რუსთაველის გამზირი მიზნის მიღწევამდე.

მატჩი საქართველოს და რუსეთის მორაგბეებს შორის. 28:14 - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის მატჩი რაგბში შეიძლება ჩაიშალოს

„არ ვიცვლით ფეხს აქედან გამარჯვებამდე“ - მიმართა მელიამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც გამუდმებული შეტევებით ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას. ამის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კვლავაც განაგრძეს სამართალდამცავთა მიმართ ძალადობა იარაღად სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, დაახლოებით 23:39 საათზე, იმ დროს, როდესაც ნიკა მელია მეგაფონით მიმართავდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობდა თავდასხმებს სამართალდამცველებზე - ართმევდნენ  მათ სპეციალურ საშულებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებდნენ პოლიციელებს და აყენებდნენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე შსს-მ პირველად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„დროა რეალობას დავუბრუნდეთ“ - საფრანგეთის ელჩი მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს >>

„ნიკანორ მელია, ისევე როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით მომიტინგე ნათლად ხედავდა, რომ  პარლამენტში მშვიდობიანად შესვლას ვერ შეძლებდნენ,  ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს იცავდა ცოცხალი კორდონი და ხდებოდა პერიმეტრის გაძლიერებული დაცვა. ნიკანორ მელია პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის განზრახვის შეფარვისთვის იყენებდა ისეთ ფრაზებს როგორებიცაა: „მშვიდობიანი შესვლა“, „ხელების აწევით შესვლა“ და ა.შ. რითაც ცდილობდა შეენიღბა მისი რეალური განზრახვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

პროკურატურის მონაცემებით, მოწოდების დროს და მანამდეც ნიკა მელია აცნობიერებდა, რომ იგი საქართველოს პარლამენტის წევრია და იქ მყოფ დემონსტრანტებსა და მხარდამჭერებში სარგებლობს ნდობით და შესაბამისად, მის მოწოდებას შეეძლო მოსალოდნელი შედეგის მყისიერად დადგომა, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ლეგიტიმური პროტესტის გამოსახატად შეკრებილ მოქალაქეებში ემოციური ფონი ისედაც მაღალი იყო.

„ზემოაღნიშნული მოწოდებებით და სამართალდამცავთა მიმართ  ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობით ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რაც დასტურდება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთი მედლის ორი მხარე

20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთი – ესაა ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების საქმე.

საქართველოს სპეცრაზმის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა >>

„ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს  პარლამენტის შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე... გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

გია ბარამიძე - Sputnik საქართველო
გია ბარამიძე გამოკითხვაზე იმყოფება

ამ დროისათვის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ათ პოლიციელს, ასევე საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

მეორე საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით -  „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“.

ამ ეტაპზე არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

თბილისში არეულობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა >>

მოწმეების სახით შსს-მ გამოკითხა თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა,  ბაჩუკი ქარდავა („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"), ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე, გუბაზ სანიკიძე („გამარჯვებული საქართველო") და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიამ არ გამორიცხა, რომ მერაბიშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს

ასევე გამოიკითხებიან ბაჩუკი ქარდავა (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი) და ირაკლი ღლონტი („კანონი და სამართალი").

რაც შეეხება მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, მან საგამოძიებო ორგანოებთან კონტაქტზე უარი განაცხადა.

ყველა ეს პოლიტიკოსი 20 ივნისს ერთად იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის, კომუნისტი სერგეი გავრილოვის გამოჩენის პასუხი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0