ვერძეული: მოგვიანებით აქცია გახდა ძალადობრივი, პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო

© Sputnik / STRINGERაქციის დაშლა 20-21 ივნისის ღამეს
აქციის დაშლა 20-21 ივნისის ღამეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერძულის განცხადებით, 20 ივნისი უმძიმესი დღე იყო საქართველოსთვის, რომელმაც ძველი ტრავმების და მეხსიერების გაცოცხლებასთან ერთად,  ქვეყანაში ახალი მსხვერპლი და უმძიმესი ისტორიები შექმნა

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული 20-21 ივნისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სანიკიძე: მშვიდად და წყნარად ჩაიარა გამოკითხვამ და წამოვედი >>

ვერძულის განცხადებით, 20 ივნისი უმძიმესი დღე იყო საქართველოსთვის, რომელმაც ძველი ტრავმების და მეხსიერების გაცოცხლებასთან ერთად, ქვეყანაში ახალი მსხვერპლი და უმძიმესი ისტორიები შექმნა. სოფო ვერძეული როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას, ისე ზოგიერთი პოლირტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა...

„დიდი ხანია, ცხოვრებას საშინლად მირთულებს სიმართლის მიკროსკოპული სიზუსტით დადგენის მოთხოვნილება და სამართლიანობის ხაზების უზუსტესად გავლების სურვილი, მაგრამ ეს ღირსეული ბრძოლისთვის საჭირო და აუცილებელი მგონია... შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს თუ არა ხვალ, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება აქციის დაშლის მძიმე შედეგებზე“, - წერს ვერძული.

სოფო ვერძულის თქმით, ადმიანებმა თვალი არ უნდა დახუჭონ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რომელიც 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას დაფიქსირდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ არის საჭირო ნახევარი სიმართლით ილაპარაკო. თვალი დახუჭო პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რომელიც მოხდა და მოხდა არაერთხელ 20-21 ივნისს. არ გჭირდება თვალი დახუჭო და ენა ვერ მოიბრუნო იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე, რომლებმაც სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს და პირიქით, საშიშად გამოიყენეს შეკრებილი ხალხის ემოცია“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიამ არ გამორიცხა, რომ მერაბიშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს

როგორც სოფო ვერძულმა აღნიშნა, პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო. სოფო ვერძეული ასევე საუბრობს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას შესახებ, რომელიც 20-21 ივნისის ღამის აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.

„დიახ, აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და ამას არ სჭირდება უკლებლივ ყველა დემონსტრანტის ჩართვა კრიმინალურ ქმედებებში. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 22:00 საათიდან 24:00 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს. პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო. ნიკა მელიას გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თითქოს შოკისმომგვრელი სიმშვიდე ჩანს, ჯერ ერთი, არ ფარავს იმ პერიმეტრს, სადაც ზუსტად ამ დროს პოლიციასთან შეტაკება გრძელდება და მეორე, არ ცვლის იმ როლს, რომელიც ნიკა მელიამ ამ აქციაზე მანამდე ითამაშა“, – წერს სოფო ვერძეული.

ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო
„მზად ვართ" – ოპოზიციონერები თბილისში არეულობებთან დაკავშირებით შსს-ს კითხვებს უპასუხებენ

საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ  აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

არეულობების შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი – ესაა ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და მეორე საქმე ორი მუხლით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.

საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება >>

არეულობების ორგანიზებაში ბრალი წაუყენეს პარლამენტის დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების ნებართვის გარეშე.

ამჟამად სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების გამოკითხვები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0