ჩუგოშვილი: ვინც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა, ყველამ ცუდად დაამთავრა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ჩუგოშვილმა 20-21 ივნისს თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების მხრიდან დათმობებზე ისაუბრა

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ისწავლა თავის შეცდომებზე და ძალაუფლებას არ ჩაებღაუჭა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

არჩევნების ახალი სისტემა საქართველოში – „ქართული ოცნების“ შემოთავაზება >>

ასეთი კომენტარი გააკეთა მან ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 2020 წლის არჩევნები ჩაატაროს პროპორციული სისტემით, თანაც ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. ეს კიდევ უფრო მეტ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემს, რაც, როგორც მთავრობა მიიჩნევს, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.

„ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა თავის შეცდომებზე. ჩვენ ვისწავლეთ და ვართ ერთადერთი, ვინც შეცვალა ეს რეალობა. ყველა ხელისუფლებას და ძალაუფლებას ჩაებღაუჭა და ყველამ ცუდად დაამთავრა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნება“ დათმობაზე წავიდა და შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას დასთანხმდა. საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისს დაიწყო, მმართველმა პარტიამ თავისი გადაწყვეტილება 24 ივნისს გაახმოვანა. ორი დღით ადრე შესრულდა მომიტინგეთა კიდევ ერთი მოთხოვნა - გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: 2020 წელს საქართველოში კოალიციურ მთავრობას არ გამოვრიცხავ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ამჟამად ქვეყანა „კონფრონტაციის პოლიტიკიდან გადადის თანამშრომლობის პოლიტიკაზე“.

„ეს ვის არ აწყობს? ერთადერთი, – „ნაციონალურ მოძრაობას“. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, პირველი, რაც გააკეთეს, ამის დაგმობაზე წავიდნენ. რატომ? მათ აქვთ ერთადერთი მიზანი – საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყანაში ყოფნა. ჩემი აზრით, ამის შანსი მათ არ აქვთ და ერთადერთი შანსი აქვთ გადატრიალება ან დამხობა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი: ხელისუფლება საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციის გარეშე ვერ გაიტანს >>

ამჟამად შსს და პროკურატურა იძიებენ მოვლენებს, რომელიც თბილისის ცენტრში 20-21 ივნისს მოხდა. 20 ივნისს გვიან ღამით ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. არეულობების დროს დაშავდა 240 ადამიანი, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. 20-21 ივნისს არეულობის დროს დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც შემდგომში ეტაპობრივად გაათავისუფლეს.

აქციის დაშლა რუსთაველზე. 20-21 ივნისი - Sputnik საქართველო
20-21 ივნისის მოვლენები: საპარლამენტო უმრავლესობამ დადგენილების პროექტი შეიმუშავა

გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“.

მანამდე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულია ნიკანორ მელია, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს შსს-ს წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება შეუჩერდა ათ პოლიციელს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ყაყიჩაშვილს.

საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება >>

„უბედურება და ტრაგედია არის ის, რომ ვერ მოხდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოუყენებლობა. ამის სივრცე აღარ იყო არანაირი, საათების განმავლობაში პოლიციელები იდგნენ და ითმენდნენ, სადამდეც შეეძლოთ და უძლებნენ ამ თავდასხმას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თუ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ან დამიზნებით სროლას, რასაც მძიმე შედეგები მოყვა, ამას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს, აღნიშნა ჩუგოშვილმა.

გია ბარამიძე - Sputnik საქართველო
გია ბარამიძე გამოკითხვაზე იმყოფება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ კი ხელისუფლებას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, რადგან ქვეყანაში არა მარტო შემოუშვეს ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, არამედ მას პარლამენტში საპატიო ადგილიც დაუთმეს.

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება, მაგრამ უკვე ერთი მოთხოვნით -გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 21 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებაზე პასუხისმგებელი პირი.

ყველა ახალი ამბავი
0