ქართველ IT-სპეციალისტებს უცხოეთში დასაქმებაში დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერები
კომპიუტერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპეციალისტები IT-ტექნოლოგიების გლობალურ ბაზარზე მუშაობას დისტანციურად შეძლებენ

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. 2019 წლის შემოდგომიდან 3 ათასი ქართველი IT-სპეციალისტი გაივლის უფასო კურსებს პროგრამირებაში, კიბერუსაფრთხოწბაში, პროექტ-მენეჯმენტში, დიზაინში, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაში, ასევე სხვა მოთხოვნად პროფესიებში და მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დასაქმებაში დაეხმარება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.

თბილისში დაიწყო საერთაშორისო ტენდერი ICT (ICT Business Council), რომლის მიზანია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტების გადამზადება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, ICT სფეროს ტრენინგ-პროვაიდერები და IT კომპანიები.

მაინინგის მოწყობილობა - Sputnik საქართველო
განათლების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება

„ჩვენი უხეში გათვლებით, ეს არის წელიწადში, დაახლოებით დამატებითი 200-300 მილიონ დოლარამდე ღირებულების შრომითი ბაზარი და მისი პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გაივლიან კურსს სრულყოფილად, მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს და გარანტირებულად დასაქმდებიან უკვე გლობალური მასშტაბით", – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

მისი თქმით, გლობალური ტექნოლოგიების ბაზარზე კვალიფიციური კადრების დიდი მოთხოვნაა, თუმცა მიწოდება ამ ნაწილში ძალიან დაბალია.

„ამისთვის არის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები... მათი წარმატებით გავლისა და შესაბამისი სერტიფიკატით აღჭურვის შემთხვევაში, ბენეფიციარი გარანტირებულია, რომ დასაქმდება საერთაშორისო ტრანსნაციონალურ კორპორაციაში“, - აღნიშნა ალავიძემ.

იაპონური ტექნოლოგიები საქართველოში - აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასაზე სამუშაოები იწყება >>

ამასთან ალავიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები მუშაობას დისტანციურად შეძლებენ.

ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი თელავში - Sputnik საქართველო
თელავში ახალი ტექნოპარკი გაიხსნა

„ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია იგი გეოგრაფიულად პლანეტის რომელიმე ადგილზე იყოს, წარმატებით შეიძლება ამ სამუშაოს გაწევა, მაგალითად, საქართველოდან", - აღნიშნა ალავიძემ.

ქართული კადრების გადამზადებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები განახორციელებენ. ალავიძის თქმით, ამგვარად საქართველოს მოქალაქეები დასაქმების საერთაშორისო ბაზრის სრულფასოვანი მონაწილეები გახდებიან, რითაც ქართული ეკონომიკის განვითარებაში საკუთარ ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ.

პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0