განათლების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება

© Sputnik / Levan Avlabreliმაინინგის მოწყობილობა
მაინინგის მოწყობილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული გამოწვევების გადალახვას, მიიჩნევენ კომპანიაში

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც განათლების სფეროში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას დანერგავს და, ამგვარად, იზრუნებს იმაზე, რომ ეს სფერო მოწინავე ტექნოლოგიებზე გადავიდეს, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრომ უდიდეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბლოკჩეინ-კომპანია Input Output HK Ltd-თან (IOHK) ხელი მოაწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. ბლოკჩეინი – ესაა მონაცემთა ბაზის განაწილება, როდესაც მონაცემთა შენახვის მოწყობილობა ერთ საერთო სერვერთან არ არის შეერთებული. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და IOHK-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

რატომ უღირს ბიზნესს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება>>

„ბლოკჩეინის ტექნოლოგია დღეს მოწინავე ტექნოლოგიაა, რომლის დანერგვა სხვადასხვა სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. დღეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებში მსოფლიოში ლიდერ კომპანიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს განათლების სიტემაში ბლოკჩეინ-სისტემის დანერგვას", – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ივლისიდან ამერიკელი კოლეგების დახმარებით ამ სისტემის დანერგვა დაიწყება.

ბიზნესმენი ხელში ბიტკოინის მონეტით - Sputnik საქართველო
„თამაშის წესები“ მაინინგში: თბილისში გაიმართება კონფერენცია კრიპტობიზნესში

ჰოსკინსონის თქმით, განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების გადალახვაში დაეხმარება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მთელ რიგ პროექტებზე ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო სერვისები სფეროში. მძლავრი საუნივერსიტეტო სექტორისა და საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ ყველა წინაპირობას ქმნის, იქცეს ქვეყანა საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრად. გვიხარია, რომ ამ პროცესის, „მოგზაურობის" ნაწილი ჩვენც ვართ. დარწმუნებული ვარ, ერთად განვავითარებთ საქართველოში ბლოკჩეინის ეკოსისტემას, რაც დაეხმარება ხალხს მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში", – განაცხადა ჰოსკინსონმა.

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კომპანია IOHK-მ ტექნოლოგიების ინტეგრაციისა და ციფრულ სამყაროსთან დაახლოების პროცესში საქართველოს თავისი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს.

როგორ გახდება კრიპტოვალუტების მაინინგი უფრო იაფი>>

კომპანია IOHK 2015 წელს დაარსდა. ესაა ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ისწრაფვის, საფინანსო მომსახურების მისაწოდებლად გამოიყენოს ინოვაციები სამი მილიარდი ადამიანისთვის. ესაა ინჟინერინგული კომპანია, რომელიც ქმნის კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინებს აკადემიური დაწესებულებების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კორპორაციებისთვის.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხ წელზეა გათვლილი და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0