როგორ გახდება კრიპტოვალუტების მაინინგი უფრო იაფი
„იმისათვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ კრიპტოვალუტის მდიდარ მომპოვებლებს, საქართველოში შედარებით იაფ და გარემოს დაცვისკენ მიმართულ მაინინგ–სადგურებს ვაშენებთ", — აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.
კრიპტოვალუტის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილებით მოიპოვებენ „მონეტებს".