თელავში ახალი ტექნოპარკი გაიხსნა

© Government of Georgia / FBინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი თელავში
ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი თელავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანალოგიური ცენტრები ადრე თბილისსა და ზუგდიდში გაიხსნა

თბილისი, 25 ნოემბერი  - Sputnik. თელავში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნა, იუწყება პირველი არხი.

თელავის ტექნოპარკი აშენდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში სტარტაპების განვითარებას შეუწყობს ხელს >>

ტექნოპარკის მიზანია -  ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს კონკრეტული იდეების ბიზნესპროექტებად გადაქცევასა და ინოვაციების მთელ მსოფლიოში გაყიდვაში.

გიორგი კვირიკაშვილი ტექნოპარკის გახსნაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველი ტექნოპარკი გაიხსნა

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს და ქვეყანაში ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. მათ შორის რეგიონის მასშტაბით კვალიფიციური პერსონალის გადამზადებას მომავალი სპეციალობების მიმართულებით, ტრენერების მომზადებასა და მაღალტექნოლოგიური დამწყები კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც დააფინანსებენ ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებები, რომლებიც ხელი შეუწყოს ინტერნეტიზაციის პროცესს, მათ შორის კომპიუტერულ ცოდნას, კომპიუტერიზაციასა და მცირე და საშუალო ზომის ინტერნეტ-პროვაიდერების ბიზნესს.

ყველა ახალი ამბავი
0