საქართველოში პირველი ტექნოპარკი გაიხსნა

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი ტექნოპარკის გახსნაზე
გიორგი კვირიკაშვილი ტექნოპარკის გახსნაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტექნოლოგიური პარკის შექმნას ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია უწოდა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგის განვითარების გარეშე.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. 11 იანვარს საქართველოში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების პირველი ცენტრი გაიხსნა. ტექნოლოგიური პარკის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო, იტყობინება საქართველოს პრემიერის პრესსამსახური.

ტექნოლოგიური პარკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ოქროყანაში 10,1 ატას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გახსნა. 

პირველი ტექნოპარკის მშენებლობაში 5 მილიონი ლარი ჩაიდო. ტექნოპარკის მსენებლობა 2015 წლის იანვარში დაიწყო.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ინოვაციების ლაბორატორია შეიქმნება
 

„ეს არის 5-მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში“, თქვა კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე. 

გიორგი კვირიკაშვილმა ინოვატორებისთვის განკუთვნილი, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე დაათვალიერა, შეხვდა ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, გაეცნო მათ იდეებს და უახლოეს უქმეებზე ტექნოპარკში შეხვედრა შესთავაზა.

„ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს ცენტრი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნიათ," — განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0