თბილისში ინოვაციების ლაბორატორია შეიქმნება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში,საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სასწავლო ცენტრ “მზიურისა”და კომპანია “ომედიას” ურთიერთთანამშრომლობით, შეიქმნება ინოვაციური ლაბორატორია, რომელიც ვებ–პროგრამირების, კერძოდ კი დრუპალის მიმართულებით იმუშავებს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისში კიდევ ერთი ინოვაციების ლაბორატორია შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს  ახალგაზრდების მიერ ინოვაციური პროექტების შემუშავებას. 

შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სასწავლო ცენტრ “მზიურსა” და კომპანია “ომედიას” შორის გაფორმდა.

ლაბორატორიის მიზანია ადრეულ ეტაპზე მოამზადოს პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, ან საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს– საქმიანობის დაწყებას.

ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში კომპანიისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მოსწავლეები კი მათი გამოყენებით მუშაობენ ახალი, ინოვაციური პროექტების შექმნასა და განვითარებაზე. ლაბორატორიის პარტნიორი კომპანია კი სასწავლო პროცესებს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ამოცანებით უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში,საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სასწავლო ცენტრ “მზიურისა”და კომპანია “ომედიას” ურთიერთთანამშრომლობით, შეიქმნება ინოვაციური ლაბორატორია, რომელიც ვებ–პროგრამირების, კერძოდ კი დრუპალის მიმართულებით იმუშავებს. 

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს იქნება ინოვაციების რიგით მეხუთე ლაბორატორია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნება. 

ყველა ახალი ამბავი
0