იაპონური ტექნოლოგიები საქართველოში - აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასაზე სამუშაოები იწყება

© FB / Ministry of Finance of Georgiaიაპონიის ვიცე-პრემიერი ტარო ასო და საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე
იაპონიის ვიცე-პრემიერი ტარო ასო და საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა იაპონიის ვიცე-პრემიერთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის მშენებლობა (შორაპანი-არგვეთა) 2018 წელს დაიწყება და ამისათვის იაპონურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Wine and Gourmet Japan 2018–ზე ქართული ღვინო 16–მა კომპანიამ წარადგინა >>

აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასა, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

მოძრაობა რიკოთის გვირაბში - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი აშენდება

პროექტის ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფილიპინებში ვიზიტისას, აღნიშნა პროექტში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მონაწილეობის განსაკუთრებული როლი იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერ ტარო ასოსთან შეხვედრაზე, სადაც საქართველოს და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილებოდა.

მხარეები მიმოიხილეს ინფრასტრუქტურის სექტორში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

მათ მიმოიხილეს იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა. 

„აღმოსავლეთი-დასავლეთის“ მაგისტრალის მშენებლობაზე მსოფლიო ბანკმა კრედიტი გამოყო >>

როგორც აღინიშნა, საქართველო და იაპონია ასევე, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ტურიზმის მიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც იაპონიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს.

ყველა ახალი ამბავი
0