გაძვირდა ავიაბილეთები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით

© Sputnik / Alexander Imedashviliავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ტურისტები არ არიან მზად, საქართველოში სხვა ქვეყნების გავლით იფრინონ, მიაჩნიათ ტურისტული კომპანიის ანალიტიკოსებს.

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. რუსეთიდან საქართველოში საავიაციო ფრენების ღირებულება მესამედით გაძვირდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ მოგზაურობათა სერვისში Tutu.ru.

საქართველოში მიმდინარე ანტირუსული აქციების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან ქვეყნებს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს ურჩიეს, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით საგზურები.

პროტესტის ერთი კვირა თბილისში და დარტყმა ტურიზმზე - პოლიტოლოგების პროგნოზი >>

Tutu.ru-ს ექსპერტებმა გააანალიზეს საძიებო შეკვეთები რუსეთის ყველა ქალაქიდან საქართველოს ავიაბილეთებზე 21 ივნისის შემდეგ და დაადგინეს პირდაპირი და გადასაჯდომი ავიაბილეთების მინიმალური ფასები 8 ივლისიდან +/– 7 დღე.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვა: რა უნდა იგრძნონ რუსმა ტურისტებმა საქართველოში

კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ პირდაპირი რეისის ყველაზე იაფი ბილეთი 1-დან 7 ივლისამდე 112 დოლარი ღირს, გადაჯდომით მგზავრობა კი – 150 დოლარი. ამგვარად, საქართველოში გამგზავრების საშუალო ფასი მესამედით გაიზარდა (34%).

რაც შეეხება თბილისის ავიაბილეთის დაჯავშნას ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის ან თურქეთის გავლით, ტურისტები ამ მხრივ არ აქტიურობენ.

ბოლო რამდენიმე დღეში მოგზაურობის მოყვარულებმა Tutu.ru-ზე თბილისისკენ სხვა ქალაქების გავლით გასამგზავრებლად დაჯავშნეს მხოლოდ ორი ავიაკომპანიის ბილეთები – Turkish Airlines სტამბულის გავლით და AZAL ბაქოს გავლით.

„მოთხოვნილების შემცირების მიხედვით (წინასწარი მონაცემებით, მოთხოვნა შემცირებულია ორჯერ), ყველა ტურისტი არ არის მზად, იმგზავროს გადაჯდომით“, – აღნიშნეს კომპანიაში.

დიდი ბრიტანეთის ელჩი ტურისტებს თბილისის აეროპორტში დახვდა >>

Tutu.ru – მოგზაურობის №1 რუსული სერვისია (GfK პანელის 2018 წლის მარტის მონაცემები), სადაც შესაძლებელია მატარებლის, თვითმფრინავისა და ავტობუსის ბილეთების შეძენა, საქალაქთაშორისო ავტობუსების განრიგის და ტურისტული საგზურების მოძიება, სასტუმროების დაჯავშნა, თემატური ტურების, ექსპედიციებისა და ექსკურსიების არჩევა. Tutu.ru მუშაობს 2003 წლიდან და მას ყოველთვიურად 20 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. SimilarWeb-ის 2019 წლის ივნისის მონაცემებით, კატეგორია Travel-ის მიხედვით Tutu.ru მსოფლიოს 15 ყველაზე პოპულარულ საიტს შორისაა.

© Sputnik / Konstantin Ivanovტურიზმი საქართველოში
გაძვირდა ავიაბილეთები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით - Sputnik საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0