თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჩამოსულ მეგობრებს აეროპორტში დახვდა. ინფორმაციას თბილისში ბრიტანეთის საელჩო სოცილურ ქსელში ავრცელებს.
„მივესალმებით ზაფხულის პირველ სტუმრებს” - ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი, საქართველოში ჩამოსულ მეგობრებს აეროპორტში დახვდა",- წერს საელჩო.
მანამდე ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა სოციალურ ქსელში საქართველოსთან დაკავშირებული მისთვის საყვარელი რამდენიმე მომენტი გააზიარა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.