„ყველა დაისჯება“ – შსს–მ არეულობების ორგანიზატორების წინააღმდეგ საქმე აღძრა

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერებმა მომიტინგეებისა და პოლიციის შეტაკების პროვოცირება მოახდინეს, თავად კი მიიმალნენ

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ პარლამენტის შენობასთან არეულობის ყველა ორგანიზატორი დაისჯება.

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 102 პაციენტი რჩება. დაკავებულია 300–ზე მეტი ადამიანი.

„ქართული ოცნება“: გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება>>

„პოლიციამ უკვე აღძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ნიშნავს. ყველაფერს დეტალურად შევისწავლით. ყველა ადამიანი, ვინც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში და პარლამენტისა და პოლიციელების წინააღმდეგ შტურმში გარდაქმნას, უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

არეულობის ორგანიზებაში მინისტრმა ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა

„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის,​ თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ და ინსტიტუტების წინააღმდეგ, ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია, არ მომხდარა“, – აღნიშნა გახარიამ.

მინისტრმა ისაუბრა ასევე იმაზე, რამაც ყველაზე მეტად აღაშფოთა.

„უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ პოლიტიკოსები, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ მოედნიდან გაქრნენ. ამ ადამიანებმა, პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ, ალალ პროტესტს, დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან. არც ერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. თავიანთი პროვოკაციების შემდგომ ყველა გაიქცა და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები  ერთმანეთს“, – განაცხადა გახარიამ.

მან განმარტა, თუ რატომ გამოიყენაპოლიციამ სპეციალური საშუალებები – ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება - მელიას, ოქრუაშვილს და უგულავას დააკავებენ?

„მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაზე შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, იმ დონეზე, რომ პოლიცია, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ნახეს ეკრანებზე, იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რა თქმა უნდა, არალეტალური“, – განაცხადა მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე>>

შსს ამჟამად ამზადებს ვიდეომასალას, რომელიც წამებში აღწერს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს.

მან ასევე პირობა დადო, რომ სამინისტრო პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კონკრეტულ ფაქტებს შეისწავლის.

ყველა ახალი ამბავი
0