„ქართული ოცნება“: გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას.

თბილისი, 21 ივნისი  – Sputnik.  გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, ამაზე მსჯელობა არც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყოფილა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ–ერთმა წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე>>>

20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.  

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა

პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდე, რომლებიც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, ერთი ხელკეტიც არ აღმართულა, ვიდრე დიდი ძალადობის ქვეშ არ აღმოჩნდა პოლიცია. 

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას.  

სტუდენტთა საპროტესტო აქცია თსუ-სთან - Sputnik საქართველო
თსუ-ს სტუდენტები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ: მიმდინარეობს პეტიციაზე ხელმოწერა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პოლიცია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოქმედებდა, პასუხისმგებლობა კი ოპოზიციას ეკისრება. მისი აზრით, ოპოზიციამ პოლიტიკური მოთხოვნების დაყენების ნაცვლად, ბოდიში უნდა მოიხადოს.

„ცალკეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა და ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს,  მაგრამ მინისტრი მთელი გუნდით და მე ადგილზე ვიმყოფებოდი მთელი ღამის განმავლობაში,  აბსოლუტურად იმ საერთაშორისო სტანდარტით მიჰყვებოდა ამ იძულებით საპოლიციო ღონისძიებას, რაც არის მიღებული საერთაშორისოს პრაქტიკაში“, – განაცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან.

თბილისში, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენების გამო თანამდებობა უკვე დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, დეპუტატის მანდატი დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. 



 

ყველა ახალი ამბავი
0