კალაძე: პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა

გამოწერა
НовостиTelegram
პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია გარკვეული ძალების მხრიდან პოლიტიკურ რევანშს არ დაუშვებს

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. პოლიციამ აჩვენა მაღალი სტანდარტი და საპროტესტო აქციის დროს პარლამენტთან ლეგიტიმური ძალა გამოიყენა, განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გენერალურმა მდივანმაკახა კალაძემ ბრიფინგზე.

პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან>>

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 102 პაციენტი რჩება.

„არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც ხორციელდებოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემქურებოდა კონსტიტუციურ წესრიგს. პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური“, – განაცხადა კალაძემ.

მან მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების დროს“ დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ადგილი ჰქონდა ძალის გადამატებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნება არის ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიული გზით არის არჩეული და ქვეყნის მართვას ის მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით განაგრძობს, აღნიშნა მან.

თსუ-ს სტუდენტები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ: მიმდინარეობს პეტიციაზე ხელმოწერა>>

ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ძალებს, რომლებსაც პოლიტიკური რევანში უნდათ, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას, განაცხადა კალაძემ.

საპროტესტო აქციის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. მის პოსტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჩაიბარებს.

ყველა ახალი ამბავი
0