იულია სუსლიაკის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქის ადვოკატმა პროკურორი და მოსამართლე ოჯახურ შეთანხმებაში დაადანაშაულა

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის გათავისუფლებაზე საქართველოს სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა, ამიტომ საქმე სტრასბურის სასამართლოში გასაჩივრდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული: „იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს“ >>

უკრაინის 37 წლის მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა. სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებთან ერთად გადასვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

„მე ვამზადებ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. და კიდევ ველოდები მტკიცებულებებს, რასაც პროკურატურა ვერ გაექცევა“, - განაცხადა თოდუამ.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა „აშკარა მტკიცებულებები“.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა: უკრაინის მოქალაქემ ერთი ბავშვი რუსეთში გაყიდა, 10 საქართველოში ჩამოიყვანა

საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იულია მხოლოდ ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, დანარჩენი ბავშვები სუროგატმა დედებმა გააჩინეს. რაც შეეხება იური სუსლიაკს, ის ათივე ბავშვის მამაა. ეს არის ოჯახის ადვოკატის მთავარი არგუმენტი, რომ ბავშვების არანაირი ყიდვა-გაყიდვა არ ყოფილა და, შესაბამისად, იულია უდანაშაულოა.

„დამტკიცებულია, რომ მას არ მოუპარავს, არ უყიდია, არ გაუყიდია ბავშვები და ის ამ ბავშვების ბიოლოგიური დედაა. სასამართლო კი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს ახალ გარემოებას იმისათვის, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. ეს არაობიექტური სასამართლოა“, - განაცხადა თოდუამ.

მან აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალურად გაასაჩივრა, რადგან თავიდანვე იცოდა, რით დასრულდებოდა ეს. მისი თქმით, მოსამართლე, რომელიც საქმეს სააპელაციო სასამართლოში იხილავდა, ამ საქმის პროკურორის - თეა გიორგაძის მეუღლეა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოსამართლე თავის მეუღლეს ხელს აფარებს.

„არანაირი ვაჭრობა არც ბავშვებით, არც ორგანოებით არ ყოფილა“ - დაკავებული ქალის მეუღლე >>

„თეა გიორგაძემ სსკ-ის 146-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა - უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს“, - განაცხადა თოდუამ.

ახლა ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის ახალი მტკიცებულებების გასაჯაროებას გეგმავს.

„იქნება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პროკურორებმა ჩაიდინეს დანაშაული, რომ უკანონოდ მოიპოვეს მტკიცებულებები და იულია სუსლიაკს ბრალდება უკანონოდ წარუდგინეს“, - განაცხადა თოდუამ.

სუსლიაკების ოჯახის ისტორია

იულია და იური სუსლიაკებმა უკრაინა ორი წლის წინ დატოვეს. იურის თქმით, გარკვეული პერიოდი აშშ-ში ცხოვრობდნენ, სადაც მათი უმცროსი ქალიშვილი დაიბადა, შემდეგ რუსეთში გადავიდნენ. რუსეთის დატოვება მიგრაციული რეჟიმის დარღვევის გამო მოუწიათ. იური აფხაზეთში კრასნოდარის მხარიდან გადავიდა, იულია ბავშვებთან ერთად რუსეთში დარჩა. მოგვიანებით ის რუსეთიდან გამოაძევეს.

საპატრულო სამსახური ბათუმში - Sputnik საქართველო
„სად არის მე-11 ბავშვი?“ - დასახელდა უკრაინელი ქალის დაკავების დეტალები

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა. მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა ათივე ბავშვის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება. უსაფრთხოების მიზნით ბავშვები მოათავსეს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

ამით საქმე არ დასრულებულა. შსს-ს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. დაიწყო გამოძიება. მეტიც, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებისას შსს-მ განაცხადა, რომ ეძებს მე-11 ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ჰყავს 11 ბავშვი, ხოლო საქართველოში შემოყვანილი ჰყავს მხოლოდ 10.

იური სუსლიაკი ამტკიცებს, რომ ცხრა თვის ბავშვი რუსეთში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა და მათ გააჩნიათ მტკიცებულება – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

პროკურორი თეა გიორგაძე მაინც ამტკიცებს, რომ გამოძიებას გააჩნია უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტი, რომელიც მე-11 ბავშვის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, უკრაინის მოქალაქისთვის ბრალდების წარდგენის საფუძველი სწორედ ეს დოკუმენტი გახდა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოძიება პარალელურად უკრაინაში მიმდინარეობს. იქ ადგენენ, ვინ გადაიხადა სუროგაციის საფასური და ვინ იყო შუამავალი.

ივნისის დასაწყისში ათივე ბავშვი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თვითმფრინავით უკრაინაში დააბრუნეს.

ბავშვების უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიღებულია შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული მიკოლა კულებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0