უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული: „იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს“

გამოწერა
როგორც უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა აღნიშნა, ათივე ბავშვი სამშობლოში უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი სპეციალური თვითმფრინავით დღესვე გაფრინდება.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული მიკოლა კულება აცხადებს, რომ იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც ტარდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოთხშაბათს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების საკითხებში ​​​უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა - Sputnik საქართველო
ქართულმა მხარემ სუსლიაკების ათივე ბავშვი უკრაინას გადასცა

კულებას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, უკრაინული მხარის მიერ ძალიან ბევრი დოკუმენტია მომზადებული.

„ჩვენ გუშინ შევხვდით პროკურატურას და შსს-ს. მომზადებულია უკრაინული მხარის მიერ ძალიან ბევრი დოკუმენტი, ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს, რადგან ეჭვია, რომ ეს ქალბატონი ტრეფიკინგშია ბრალდებული, ამის საფუძველი არსებობს, რადგან არის მასალები, სადაც ბავშვებს კარგად არ უვლიდა დედა, ერთი ბავშვი დაეღუპათ რუსეთში, ექვსი არის სუროგაციის გზით გაჩენილი, ერთი არის ამერიკის მოქალაქე. ქალბატონი აპირებდა საქართველოდან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას. გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს და ყველა გარემოებას შეისწავლის“, - განაცხადა კულებამ.

მისივე განცხადებით, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი.

„გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი. როდესაც გაირკვევა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინაში და იცხოვრონ ერთ ოჯახში, ასევე მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ჩატარდება კონსულტაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. იულია სუსლიაკი თუ დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს, თუ არა - უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა მიკოლა კულება.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქე ათიდან ოთხი ბავშვის დედა აღმოჩნდა

როგორც უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა აღნიშნა, ათივე ბავშვი სამშობლოში უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი სპეციალური თვითმფრინავით დღესვე გაფრინდება.

უკრაინის 37 წლის  მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა.   სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებთან ერთად  გადასვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა: უკრაინის მოქალაქემ ერთი ბავშვი რუსეთში გაყიდა, 10 საქართველოში ჩამოიყვანა

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა ათივე ბავშვის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება.

უსაფრთხოების მიზნით ბავშვები მოათავსეს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

შსს-ს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული.

ყველა ახალი ამბავი
0