ქართულმა მხარემ სუსლიაკების ათივე ბავშვი უკრაინას გადასცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუსლიაკების ათივე არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებთანაც ერთად იულია საქართველოში მოსკოვიდან 8 აპრილს ჩამოფრინდა, მისი მეუღლის იური სუსლიაკის შვილები არიან

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. ქართულმა მხარემ სუსლიაკების ათივე ბავშვი უკრაინულ მხარეს გადასცა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის 37 წლის  მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა. სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებთან ერთად  გადასვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქე ათიდან ოთხი ბავშვის დედა აღმოჩნდა

უწყების  ინფორმაციით, დღეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების საკითხებში ​​​უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

„უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა: უკრაინის მოქალაქემ ერთი ბავშვი რუსეთში გაყიდა, 10 საქართველოში ჩამოიყვანა

გუშინ  ცნობილი გახდა ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ექსპერტიზის პასუხები. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ათივე არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებთანაც ერთად იულია საქართველოში მოსკოვიდან 8 აპრილს ჩამოფრინდა, მისი მეუღლის იური სუსლიაკის შვილები არიან. აქედან ოთხი ბავშვი მათი საერთო შვილია.

საქმის არსი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა ათივე ბავშვის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება.

„არანაირი ვაჭრობა არც ბავშვებით, არც ორგანოებით არ ყოფილა“ - დაკავებული ქალის მეუღლე >>

უსაფრთხოების მიზნით ბავშვები მოათავსეს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

შსს-ს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული.

ყველა ახალი ამბავი
0