ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსეთი სავიზო რეჟიმს ამარტივებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშივიზა პასპორტში
ვიზა პასპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik შეეცადა გაერკვია, რას წარმოადგენს ელექტრონული ვიზა, როდის და როგორ ამოქმედდება იგი

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. 1 ივლისიდან კალინინგრადის ოლქის ტერიტორიაზე მოხვედრა ერთჯერადი ელექტრონული ვიზის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. უკვე 2021 წლიდან კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულების შესაბამისად, ასეთივე წესი გავრცელდება რუსეთის მთელ ტერიტორიაზე. რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ზარინა დოგუზოვამ სააგენტოს განუმარტა, რა არის ელექტრონული ვიზა, როდის და როგორ ამოქმედდება იგი. 

ელექტრონული ვიზა: ქვეყნების ჩამონათვალი ჯერ არ არის დამტკიცებული

კალინინგრადის ოლქში ერთჯერადი ელექტრონული ვიზის შემოღება - რუსეთისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. 2017 წლიდან მოყოლებული ასეთი ვიზით შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე მოხვედრა 18 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. მათ შორის არიან: იაპონია, ჩინეთი, კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა, ინდოეთი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, მექსიკა, სინგაპური. ამ დღეებში სიას ტაივანი დაემატა. 

მოსკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთმა ახალი სახის ვიზები აამოქმედა – დასჭირდებათ თუ არა ის საქართველოს მოქალაქეებს?

ეს სიახლე რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა 17 ივნისს გააჟღერა ბაქოში, გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 110-ე სხდომაზე. ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ელექტრონული ვიზის შემოღებას 2021 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს, გადაეგზავნა პრემიერ დიმიტრი მედვედევს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფედერალური უშიშროების სამსახურს.

2021 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ვიზების მიღების წესი რუსეთის მთელ ტერიტორიაზე შორეული აღმოსავლეთისა და კალინინგრადის ოლქისთვის დადგენილი წესებისაგან განსხვავებული იქნება. ამ ელექტრონული ვიზისთვის დაწესდება გადასახადი. ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ფასი, სავარაუდოდ, არ გადააჭარბებს ჩვეულებრივი ქაღალდის ვიზებისთვის არსებულ ღირებულებას. ამჟამად, მოქალაქეობისა და საკონსულო მოსაკრებლის მიხედვით, რუსეთში შესასვლელი ერთჯერადი ქაღალდის ვიზის სტანდარტულ ვადებში მიღების ფასი 35-დან 125 ევრომდე მერყეობს.

 „სავარაუდოდ, ელექტრონული ვიზები, რომლებიც რუსეთის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს, ასევე ერთჯერადი იქნება, მაგრამ უკვე 16 დღის ვადით. მომავალში, მათი ამოქმედების შემდეგ, ჩვენ, შესაძლოა, გადავხედოთ ამ წესს და მრავალჯერად ფორმატზე გადავიდეთ. ამას არ გამოვრიცხავთ“, - განუცხადა ზარინა დოგუზოვამ Sputnik-ს.

როგორც მან აღნიშნა, იმ ქვეყნების სია, რომლებზეც 2021 წლიდან ელექტრონული ვიზების მიღების წესი გავრცელდება, დამატებით დამტკიცდება. მასმედიაში გამოჩენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი დიდი ქვეყანა ამ სიაში ვერ მოხვდება, სიმართლეს არ შეესატყვისება.

 „როგორც ტურიზმზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი, რასაკვირველია, მხარს დავუჭერ იმას, რომ ვიზის მიღება მაქსიმალურად ბევრი ქვეყნის მოქალაქეებმა შეძლონ. გაცილებით მეტმა, ვიდრე დღეს შორეული აღმოსავლეთის ვიზის შემთხვევაშია. დარჩენილ წელიწად-ნახევარში უზარმაზარი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და ქვეყნების სიის დამტკიცება მისი ყველაზე რთული ნაწილი არ არის“, - განაცხადა როსტურიზმის ხელმძღვანელმა.

ზარინა დოგუზოვა დარწმუნებულია, რომ თავად ეს გადაწყვეტილება - პრეზიდენტის განკარგულება, ელექტრონული ვიზა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წელიწად-ნახევარში ამოქმედდეს - ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. 

„იმ მომენტიდან, როდესაც რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტრონული ვიზა ამოქმედდება, ჩვენ გავხდებით ქვეყანა ყველაზე ლიბერალური სავიზო რეჟიმით განვითარებულ ქვეყნებს შორის. ეს მართლაც დიდი წინსვლაა. და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე ვიტყოდი, უპრეცედენტო შემთხვევაა“, - განაცხადა მან.  

ტურისტების რაოდენობა მოიმატებს

მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, სადაც ელექტრონული ვიზები მოქმედებს. მათ შორის არიან კვიპროსი, მექსიკა, ავსტრალია, მიანმა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ინდოეთი, რუანდა, სინგაპური, შრი-ლანკა, ერითრეა. მაგრამ განვითარებულ სახელმწიფოთა უმეტესობა ამ ფორმატზე გადასვლას არ ჩქარობს.

„ელექტრონული სახით განაცხადების განხილვა გარკვეულწილად იაფი და უფრო მოსახერხებელია - არ არის საჭირო საკონსულოებში ამდენი თანამშრომელი, მაგრამ, შესაძლოა, საკითხის ასეთი გადაწყვეტა სხვა ქვეყნებს უფრო ძვირი დაუჯდეს. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - რუსეთში ელექტრონული ვიზების შემოღება ძალიან პროგრესული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ტურიზმისთვის“, - აღნიშნა რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლომიძემ.

ზარინა დოგუზოვას აზრით, ელექტრონული ვიზის შემოღების შემდეგ რუსეთში ტურისტების რაოდენობა 20-40%-ით გაიზრდება. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველო მიესალმება თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას

როსტურიზმის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკური ნაწილის დასამუშავებლად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამაში უწყებას დაეხმარება არა მხოლოდ შორეული აღმოსავლეთისა და კალინინგრადის ოლქის გამოცდილება, არამედ 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის დროს გამოყენებული ტექნოლოგიებიც. მაშინ რუსეთში უცხოელები შემოდიოდნენ საგანგებოდ გულშემატკივრებისთვის დამზადებული პასპორტებით. სპეციალური ტექნიკური ბაზა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ყაზანსა და სოჭში იყო განთავსებული. სწორედ ეს ქალაქები შეიძლება გახდნენ პირველები, საიდანაც წელიწად-ნახევარში რუსეთში პირველი „ელექტრონული ტურისტები“ შემოვლენ.

 „უზარმაზარი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი ტექნიკურ ნაწილში. ვფიქრობ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებული ტექნიკური მოწყობილობის ნაწილი გამოგვადგება“, - აღნიშნა დოგუზოვამ.

მან ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ არანაკლებ რთული იყო გასული წელიწად-ნახევარი, როდესაც ყველა უწყებასთან თანხმდებოდა ნიუანსები და დეტალები, რათა საბოლოოდ გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა რუსეთის ფედერაცია ელექტრონული ვიზების რეჟიმზე გადასვლას და როდის გახდებოდა შესაძლებელი ამ იდეის ხორცშესხმა.

 „ახლა მთავარია, რომ არსებობს პრეზიდენტის განკარგულება და ჩვენ მუშაობას ვიწყებთ“, - დაასკვნა დოგუზოვამ.

რუსეთის ციფრული განვითარების, კავშირისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან სპეციალური პროგრამის შესამუშავებლად, რათა კლიენტებს ელექტრონული ვიზების მიღებისას მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნან. სერვისი ინტეგრირებული იქნება სხვა ტურისტულ მომსახურებებთან, რომელთა დახმარებითაც ტურისტები ტრანსპორტის ბილეთებს ყიდულობენ და საცხოვრებელს ჯავშნიან.

როგორც მუშაობს ელექტრონული ვიზა ვლადივოსტოკში

რუსეთის ელექტრონული ვიზების მიღების წესი ჯერ განსაზღვრული არ არის, მაგრამ, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება სქემა, რომელიც უკვე მოქმედებს შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში. აქ კი შემდეგი წესია:

უცხო ქვეყნის მოქალაქე განაცხადს აკეთებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდზე. განაცხადის განხილვის ვადა არ აღემატება ოთხ კალენდარულ დღეს, ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კი - რვა დღე-ღამეს. ვიზა ერთჯერადია.

განაცხადის შეტანის შემდეგ საჭიროა მის სტატუსზე დაკვირვება, ვიდრე ის არ შეიცვლება სტატუსით - „ვიზა გაცემულია“. ამის შემდეგ იბეჭდება PDF-ფაილი, რომელიც შემკვეთს ელექტრონული ფოსტით ეგზავნება. თუ ახლომახლო პრინტერი არ არის, ვლადივოსტოკში ჩასვლა ელექტრონული ვიზის ამობეჭდილი ვერსიის გარეშეც შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია ვიზის შენახვა ნებისმიერი სხვა ფორმით, რათა კონტროლის გავლისას შეიძლებოდეს მისი წარდგენა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებისა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებისთვის.

შორეული აღმოსავლეთის ოლქში მოხვედრა შესაძლებელია საჰაერო გამშვები პუნქტების მეშვეობით, რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით, სულ - შორეული აღმოსავლეთის ექვსი რეგიონის გავლით. მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში უცხოელებს უფლება არ აქვთ, გასცდნენ ფედერაციის სუბიექტის საზღვრებს - ელექტრონული ვიზა არ ითვალისწინებს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვას.  

რუსეთის ფედერაციის შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ელექტრონული ვიზის ამოქმედების დღიდან ამ სისტემით ისარგებლა 60 ათასზე მეტმა უცხოელმა. მათგან 16 ათასმა - მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ყველაზე ხშირად განაცხადები კეთდება ჩინეთიდან და იაპონიიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0