საქართველო მიესალმება თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომენტარით გამოეხმაურა თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას. ცენტრის მიზანია რუსეთში წასვლის მსურველები დამღლელი რიგებისგან გაათავისუფლოს

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება თბილისში რუსული სავიზო ცენტრის გახსნას, თუ, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მოქალაქეების კომფორტულ პირობებს უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

სავიზო ცენტრი პარასკევს რუსულმა კომპანიამ გახსნა, რომელმაც შესაბამისი შეთანხმება გააფორმა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან. ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, რუსეთში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უსაზღვრო რიგებს ააშორებს თავიდან და შესაბამისად, დააჩქარებს მთელ პროცესს. ცენტრს დღეში 300-მდე ადამიანის მომსახურება შეუძლია.

„ბუნებრივია, ეს (სავიზო ცენტრის მუშაობა) უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც დღეს არის საქართველოში, და ეს ასეც გახლავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს გააკეთებს ბატონი დავით ზალკალიანი. რა თქმა უნდა, თუ ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა ბახტაძემ.

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია - Sputnik საქართველო
რიგებისა და თაღლითების გარეშე: თბილისში რუსეთის ვიზების ახალი ცენტრი იხსნება

აქამდე ვიზებისთვის მოქალაქეები უშუალოდ ინტერესების სექციას მიმართავდნენ, სადაც, ერთი მხრივ, პერსონალის ნაკლებობის და ძირითადად, „საქმოსნების" გამო. პროცესი ძალზე ჭიანურდებოდა. სექციაში მუდამ რიგი იდგა.

თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საკითხით ქართული მასმედია დაინტერესდა. სექციის უფროსმა ევგენი კონიშევმა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საკონსულოს შენობის სიახლოვეს გამუდმებით მოქმედებს პირთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ძაბავს ვითარებას, ქმნის ალტერნატიულ რიგებს და ამით მისიის მუშაობას აფერხებს.

მოსკოვმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. ოფიციალურმა თბილისმა 2012 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

რუსეთმა 2015 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება გადაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0