თუ უხარისხო საქონელი იყიდეთ: იცოდეთ თქვენი უფლებები

© Sputnik / Alexander Imedashviliტანსაცმლის მაღაზია
ტანსაცმლის მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატიაში წარმოგიდგენთ თქვენი, როგორც მომხმარებლების ძირითად უფლებებს, რათა იყოთ დაცულები და ადვილად არ მოტყუვდეთ სავაჭრო სექტორში.

მომხმარებლების უფლებებს  ხშირად რომ  არღვევენ, ეს დღევანდელი რეალობის ერთ-ერთი სამწუხარო პრობლემაა.  ხშირად არ ვიცით, რას ვყიდულობთ, როგორ მოვიძიოთ  პროდუქტზე ინფორმაცია, რისი უფლება გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვადაგასული, ან დაბალი ხარისხის საქონელი ვიყიდეთ მოტყუებით.  

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, საქართველოში მომხმარებლების უფლებები ძირითად შემთხვევებში ბუნდოვანი ცნებაა.

რეზინის სათამაშო იხვი წყალში - Sputnik საქართველო
რეზინის სათამაშოების საფრთხე: მეცნიერთა შემაძრწუნებელი დასკვნა

პირველ რიგში გაეცანით, ყველაზე ხშირად სად ირღვევა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები:

- გასაყიდი პროდუქცია/მომსახურება არ არის უვნებელი/უსაფრთხო

-  ამა თუ იმ მიზეზის გამო გეზღუდებათ პროდუქტის/მომსახურების ან მიმწოდებლის თავისუფალი არჩევანი

- მოგაწოდეს არასწორი, არასრული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია პროდუქციის/მომსახურების თაობაზე

- იყიდეთ  ფალსიფიცირებული(ყალბი) პროდუქცია

- იყიდეთ  ნაკლის მქონე პროდუქცია/მომსახურება და უარი გითხრეს ნაკლის უფასოდ გამოსწორებაზე ან თანხის დაბრუნებაზე

მაღაზია - Sputnik საქართველო
საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვა სურთ

კანონის მიხედვით, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ:

- საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო, და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი

- პროდუქციის უსაფრთხოება

- სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე

-არასათანადო ხარისხის მქონე და ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება

-საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ

კანონის აღნიშნული მუხლის მიხედვით, თქვენ გაქვთ უფლება  მოსთხოვოთ კომპენსაცია( ანაზღაურება) ნებისმიერ მომწოდებელს,  რომელმაც ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტი მოგყიდათ. უკიდურეს შემთხვევაში კი მიმართოთ სასამართლოს.

ჩანთების ბაზრობა - Sputnik საქართველო
საქართველოში მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა იგეგმება

რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი პროდუქტზე:

-პროდუქციის დასახელება და სახე

-პროდუქციის დამამზადებლის საფირმო სახელი და მისამართი, ქვეყანა, სადაც დამზადებულია პროდუქტი

- ვარგისიანობის ვადა (საქონლის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა) . გაითვალისწინეთ , ვარგისიანობის ვადა აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საკვებზე, კოსმეტიკურ, სამკურნალო და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქციაზე

-საქონლის წონა ან მოცულობა

-იმ სტანდარტის დასახელება, რომლის მოთხოვნებსაც  შეესაბამება პროდუქცია

-საკვები პროდუქციის შემთხვევაში - კალორიულობა, ვიტამინიზებულობა, დამზადების პროცესში გამოყენებული საკვებდანამატების სია

-პროდუქციის შენახვის სპეციალური პირობები

-პროდუქციის ფასი და მისი შეძენის სხვა პირობები

-პროდუქციის უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები

-მომხმარებელთა პრეტენზიის მისაღები ადგილის რეკვიზიტები

Пользователь за ноутбуком. - Sputnik საქართველო
საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების რიცხვში მოხვდა

აქვე აღსანიშნავია, რომ რძის პროდუქტების (რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველეული, იოგურტის ჯგუფის პროდუქტები) მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, საღი რძისგან (უმი რძისგან)  დამზადდა პროდუქტი, თუ მშრალი რძის( რძის ფხვნილის ) გამოყენებით. კანონის მიხედვით, პროდუქტზე მსხვილი, მკაფიო, კონტრასტული, ადვილად აღქმადი შრიფტით უნდა იყოს დაწერილი  „დამზადებულია ნატურალური რძისგან“ ან „დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით.“

დაიმახსოვრეთ, ვადაგადაცილებული საქონლის გაყიდვა აკრძალულია!

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი უფლებების დასაცავად?

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, მოიძიოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია იმაზე თუ რა არჩევანი გაქვთ, მაგრამ თუ მაინც აღმოჩნდა რომ უხარისხო შენაძენი შეიძინეთ, კანონმდებლობის მიხედვით,  გამყიდველი ვალდებულია შეცვალოს იგი სათანადო ხარისხის საქონლით, ან დაუბრუნოს მყიდველს გადახდილი თანხა, რა თქმა უნდა, შესაბამისი დოკუმენტაციის (ჩეკის/ გარანტიის წარდგენის შემთხვევაში).

იმ შემთხვევაში, თუ მსხვილგაბარიტიანი და 5 კგ-ზე მეტი წონის საქონელია შესაცვლელი,  შესაკეთებელი, ან ჩამოსაფასებელი, მისი მიტანა და მომხმარებლისათვის დაბრუნება უსასყიდლოდ უნდა განხორციელდეს გამყიდველის (დამამზადებლის) ხარჯებით. ხოლო, თუ გამყიდველმა(დამამზადებელმა) ვერ შეძლო ამ ვალდებულების შესრულება, მომხმარებელს შეუძლია თვითონ მიიტანოს საქონელი ადგილზე და გამყიდველი ვალდებული იქნება, თვითონ აანაზღაუროს ტრანსპორტირების ხარჯები.

დევიდ მორისონი - Sputnik საქართველო
„გარემო იქნება ჩემი კლიენტი" – საქართველოს უცხოელი გარემოსდაცვითი ომბუდსმენი ეყოლება

თუ აღმოაჩენთ, რომ შეძენილ საქონელს ნაკლი აქვს,  შეგიძლიათ პრეტენზიებით მიმართოთ გამყიდველს ან უშუალოდ დამამზადებელს. კანონის მიხედვით, მომხმარებლის მიერ საქონლის ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველი /დამამზადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს,  ხოლო გამყიდველის/დამამზადებლის მიერ საქონლის ხარისხის დამატებითი შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში – მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წამოყენების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში.

თუ გამყიდველს/დამამზადებელს შესაბამისი მოთხოვნის წამოყენების მომენტში არ აღმოაჩნდა საჭირო საქონელი, მან ის უნდა შეცვალოს 1 თვის ვადაში.

თქვენ უფლება გაქვთ,  გაცვალოთ შეძენილი საქონელი ანალოგიურზე იმ სავაჭრო დაწესებულებაში, სადაც იგი შეიძინეთ. ან 14 დღის განმავლობაში ( ყიდვის დღის ჩაუთვლელად) უფლება გაქვთ შეცვალოთ შეძენილი საქონელი სათანადო ხარისხის საქონლით.

გაითვალისწინეთ, შეძენილი საქონლის სათანადო ხარისხის მქონე საქონლით შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გიხმარიათ,  შენარჩუნებული აქვს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, პლომბი, საფაბრიკო იარლიყი /ეტიკეტი/, აგრეთვე სასაქონლო ან საკასო ჩეკი, რომელიც გაყიდულ საქონელთან ერთად მოგცეს.

საქონლის ნუსხას, რომელიც არ ექვემდებარება შეცვლას, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

ჭაჭა - Sputnik საქართველო
რას უკრძალავს სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს ახალი ტექნიკური რეგლამენტი

იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველისადმი მომხმარებლის მიმართვის მომენტში ანალოგიური საქონელი არ არის გაყიდვაში, მომხმარებელს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს საქონელში გადახდილი ფულადი თანხის დაბრუნება.

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ საჩივრის შეტანას, კანონის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანოები განიხილავენ მომხმარებელთა საჩივრებს. მომხმარებლის მიერ პროდუქციის ნაკლის აღმოჩენის ან საშიში პროდუქციის გამოვლენის შემთხვევაში კი  იღებენ შესაბამის ზომებს.

რა არის შესაბამისი ზომები?

როდესაც კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენის შემდეგ არ მიიღეთ ის, რასაც დაგპირდათ მომწოდებელი, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში, რის შემდეგაც 100 ლარის ოდენობის ბაჟის გადახდას მოგიწევთ.

სარჩელში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი არა მარტო ის, თუ რა მოხდა და რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, არამედ საფუძვლიანად უნდა იყოს განხილული კანონის ის დებულებები, რომელთა საფუძველზე დაირღვა თქვენი  უფლება და რომელთა საფუძველზე  ამ შეგიძლიათ კომპენსაციის მიღება ან უფლების აღდგენის მოთხოვნა, რისთვისაც აუცილებლად დასჭირდება ადვოკატი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0