საქართველოში მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა იგეგმება

© photo: Sputnik / Валерий Левитин / გადასვლა მედიაბანკშიჩანთების ბაზრობა
ჩანთების ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგეგმება მომხმარებლის მეწარმეებთან უფლებრივი გათანაბრება და ამ უფლებების დარღვევის შემთხვევებში რეაგირებისთვის ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, აცხადებს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ახალი კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შემუშავდა, მეწარმეებს კლიენტებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებას დაავალდებულებს, იუწყება სამშაბათს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მაღაზია - Sputnik საქართველო
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია

კოიძის განცხადებით, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ ამ კანონის დროებით მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

კანონპროექტის თანახმად, ბიზნეს-ოპერატორებმა, მეწარმეებმა პროდუქტის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ, რათა ამის შემდეგ მომხმარებელმა გაცნობიერებულად აირჩიოს ესა თუ ის პროდუქტი. გარდა ამისა, დოკუმენტი მეწარმესა და მომხმარებელს უფლებრივად ათანაბრებს, განაცხადა კოიძემ.

კანონპროექტი ასევე მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს. თავდაპირველად შესაბამისი სამსახურის შექმნა ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატთან იგეგმებოდა, თუმცა, კოიძის თქმით, ეს უაზრობა იქნებოდა, რადგანაც შეუძლებელია, ერთდროულად ბიზნესიც დაიცვა და მომხმარებელიც.

 „ამიტომ, ომბუდსმენის ინსტიტუტი დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს და უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ან პარლამენტის თავმჯდომარეს ექვემდებარებოდეს, რამდენადაც მომხმარებელთა უფლებები ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, — აღნიშნა კოიძემ.
კანონპროექტს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. ბიზნეს-გაერთიანებები მიიჩნევენ, რომ ეს მათ განსაზღვრულ, ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუქმნის.

„როდესაც თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითის მოყვანა ვთხოვეთ, თუ როგორ შეიძლება ამ კანონმა მათზე უარყოფითად იმოქმედოს, მათ პასუხი ვერ გაგვცეს, რადგან არანაირი არგუმენტი არა აქვთ“, — აღნიშნა კოიძემ.

კოიძის აზრით, ერთადერთი სფერო, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცულია, ეს სურსათია, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებებს იცავს. მაგრამ ტექნიკა, კოსმეტიკა, მედიცინა, მშენებლობა და სხვა მრავალი სფერო კონტროლის გარეშე რჩება, რითიც მომხმარებლის უფლებები უხეშად ირღვევა.

ვლადიმირ ლეპეხინი - Sputnik საქართველო
რუს მომხმარებელს ქართული ღვინო უყვარს

კანონპროექტის სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული არიან სტრუქტურები, რომელთაც მომხმარებელთა უფლებების დაცვა ეხებათ — სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იურისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტებში უკვე ინიცირებულია. კოიძის განცხადებით, ის პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი 2011 წელს გაუქმდა. კოიძის აზრით, ის ძალზე სუსტი იყო და დამუშავებასა და ცვლილებებს საჭიროებდა, თუმცა, მისი სრული გაუქმება საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ნამდვილი დანაშაული იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0