მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმაღაზია
მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქტების სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს უხარისხო პროდუქციის გამოსავლენად მუდმივად ატარებს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის კურსი აქვს აღებული და 2015 წელს კვების პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფის კუთხით, რიგი ღონისძიებები გაატარა, განაცხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ღორის ხორცი - Sputnik საქართველო
საქართველოში 2014 წელს 77 სასაკლაო ფუნქციონირებდა

სააგენტომ სამომხმარებლო ბაზარზე კვების პროდუქტებზე კონტროლი გაამკაცრა. 2015 წელს უწყების თანამშრომლებმა შეამოწმეს კვების ობიექტები საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, აგრარულ ბაზრებსა და სასაკლაოებზე. კერძოდ, შეამოწმეს 910 საბავშვო ბაღი და 361 სკოლა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 93%-ით ჭარბობს.

2015 წელს 7 ათასზე მეტი ბიზნეს-ოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩატარდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. დარღვევები გამოვლინდა 1 222 შემთხვევაში, რაც 2014 წელთან შედარებით, 40%-ით ნაკლებია. მომავალ წელს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასადილოებზე, — განაცხადეს სააგენტოში.

შეიქმნა ბიზნეს-ოპერატორების იდენტიფიკაციისა და ინსპექტირების იდენტიფიკაციის ელექტრონული ბაზა, სადაც 16 ათასი ბიზნეს-ოპერატორია უკვე რეგისტრირებული.

სავაჭრო პროდუქტები - Sputnik საქართველო
გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტს შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს

2015 წლის 1 აგვისტოდან რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რამაც ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყო ხელი. რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების შემცველობის გამოსავლენად 130 ნიმუში აიღეს, დარღვევები 29 შემთხვევაში გამოვლინდა.

ამოქმედდა თაფლის ტექნიკური რეგლამენტი, რაც ქართული თაფლის სხვა ბაზრებზე ექსპორტს შეუწყობს ხელს.

საქართველოში 1 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი „სურსათად /ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“, რომლის მიზანიც პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ მომხმარებლის ინფორმირებაა.

ბაზრის მუდმივი მონიტორინგი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად ორი დარღვევა გამოვლინდა და ორივე ბიზნეს-ოპერატორი, კანონის მოთხოვნით, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.

1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში ხორბლის ფქვილის წარმოებას, გადამუშავებასა და ბაზარზე რეალიზაციას არეგულირებს. ფქვილის შეფუთვაზე პროდუქტის ხარისხია აღნიშნული.

ფქვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 იანვრიდან ხორბლის ფქვილის ეტიკეტირება შევიდა ძალაში

„რაიმე დამაბრკოლებელი ფაქტორის გამორიცხვის მიზნით, ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. თუმცა, რეგლამენტი ბიზნესის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ შეიძლება იყოს, პირიქით, ის აჯანსაღებს ბიზნესსა და წარმოებას“, — განაცხადეს სააგენტოში.

ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ეტიკეტირების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვას გულისხმობს, რათა პროდუქტი უსაფრთხო იყოს და ეტიკეტზე არსებული მონაცემები შინაარსს შეესატყვისებოდეს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასევე მუშაობენ პურზე ტექნიკური რეგლამენტის შემოღებაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოდან გასულ პურს პროდუქტის დახასიათების ამსახველი დოკუმენტი უნდა ერთვოდეს თან.

მომხმარებლის ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისგან დაცვის მიზნით გამკაცრდა კონტროლი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღებული ნიმუშების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა. კერძოდ, სააგენტოს თანამშრომლებმა ლაბორატორიაში სპირტიანი სასმელების 389 ნიმუში შეამოწმეს. შედეგად გამოვლინდა 63 დარღვევა და შესაბამისად, მათი რეალიზაცია აიკრძალა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 21 საქმე გადაეცა. 


ყველა ახალი ამბავი
0