საქართველოში 2014 წელს 77 სასაკლაო ფუნქციონირებდა

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიღორის ხორცი
ღორის ხორცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წლის განმავლობაში სასაკლაოებზე დაკლულია 240 ათას 438 სული პირუტყვი, მათ შორის 77.0% მსხვილფეხა, ხოლო 23.0% - წვრილფეხა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. 2014 წელს საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 77 სასაკლაო ფუნქციონირებდა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშია განთავსებული, — აღნიშნულია „საქსტატის“ კვლევაში.

კვლევის თანახმად, ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 12192 ერთეული პირუტყვის დაკვლაა შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2014 წლის განმავლობაში სასაკლაოებზე დაკლულია 240 ათას 438 სული პირუტყვი, მათ შორის 77.0% მსხვილფეხა, ხოლო 23.0% — წვრილფეხა.

სასაკლაოებზე გასული წლის განმავლობაში 15990,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა), საიდანაც უდიდესი ნაწილი (94.0%) მსხვილფეხა პირუტყვის ხორცზე მოდიოდა.

ნახირი - Sputnik საქართველო
საქართველოში რძის წარმოება წლის მეორე კვარტალში 0,3%-ით გაიზარდა

2014 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 18.9% შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ. მომსახურების ღირებულებამ 5,0 მლნ ლარი შეადგინა, მომსახურება გაეწია 28792 პირს, საიდანაც 48.6% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოწლიურმა რაოდენობამ 513 კაცი შეადგინა.

სასაკლაოების უმრავლესობა (50.6%) ნაწილობრივ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 39.0% აღჭურვილია სრულად, ხოლო 10,4% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სასაკლაოების 71.1% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 28.9%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 90.9% — ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 4.5%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის და 4.5%- ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბაზარზე ხორცის ფასის დაწევის პირობას დებს

სასაკლაოების 33,8%–ს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. სასაკლაოების 18,2% მნიშვნელოვან ფაქტორად მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას ასახელებს, 13,0% — ფინანსურ რესურსებზე სუსტ ხელმისაწვდომობას, 11,0%–ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს კომუნალური გადასახადების სიდიდე, 7,8%-ის აზრით — თანამშრომელთა კვალიფიკაცია, 3,9%-ის აზრით — სუსტი კავშირი მწარმოებლებთან, 2,6% — სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს ასახელებს, ხოლო დარჩენილი 7,8% სხვა ფაქტორებზე მოდის.

სასაკლაოთა 20.8% მდებარეობს იმერეთში, 18,2% — სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16,9% — კახეთში, 13,0% — შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 31,2% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0