საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბაზარზე ხორცის ფასის დაწევის პირობას დებს

გამოწერა
”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ფასები მოვაშოროთ ბაზარს და ამ კვირაში შევამცროთ ეს ფასები რამდენიმე ლარით. ეს ნიშნავს, რომ ფასები დაუბრუნდება მანამდე არსებულ ნიშნულს”, - განაცხადა კვეზერელმა.

თბილისი, 4 ნოემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი პირობას დებს, რომ ქართულ ბაზარზე ხორცის ღირებულება მიაღწევს 18 ოქტომბრამდე არსებული ფასის ზღვარს, - განაცხადა მან ხუთშაბათს, 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

 

მინისტრის თქმით, არაკეთილსინდისიერმა მწარმოებლებმა ხელოვნურად შექმნეს ბაზარზე მომატებული ფასები საქონლის ხორცზე და მოსახლეობა ვერ ახერხებს ამ ხარჯის გადალახვას.

”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ფასები მოვაშოროთ ბაზარს და ამ კვირაში შევამცროთ ეს ფასები რამდენიმე ლარით. ეს ნიშნავს, რომ ფასები დაუბრუნდება მანამდე არსებულ ნიშნულს”, - განაცხადა კვეზერელმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ”ხორცზე ფასებმა მოიმატა ცალკეული სპეკულაციური ჯგუფების ქმედებების შედეგად”.

”ჩვენ აუცილებლად შევისწავლით ხორცის გაყიდვის ყველა რგოლს - სასაკლაოდან გამყიდველამდე და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან”, - განაცხადა მინისტრმა.

კვეზერელმა ასევე აღნიშნა, რომ 1 დეკემბრიდან ყველა მაღაზიას უნდა გააჩნდეს სერტიფიკატი იმის შესახებ, რომ საქონელი დაკვლამდე ჯანმრთელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ყველა ახალი ამბავი
0