თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 1 იავრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც დაარეგულირებს ქვეყანაში ხორბლის ფქვილის წარმოება, გადამუშავებასა და რეალიზაციას. ეტიკეტზე, რომელიც დატანებული იქნება ფქვილის შეფუთვაზე, მითითებული იქნება პროდუქტის ხარისხი, იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ეტიკეტირების წესებს, ტრანსპორტირებასა და შენახვის წესებს ითვალისწინებს, რათა დაცული იყოს მომხმარებლის უსაფრთხოება და გარდა ამისა, მოცემული ეტიკეტი შეესაბამებოდეს პროდუქტის შემადგენლობას.
ახალი რეგულაციების შემოღება საქართველოს მოსახლეობისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას ემსახურება, რომელსაც თავისთავად ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახბ შეთანხმებაც, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„სხვადასხვა სახის წინააღმდეგობის თავიდან აცილების მიზნით, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების ვადები 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. თუმცა, რეგლამენტი ბიზნესისთვის ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნება, პირიქით — ის ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედს გამოთქვამენ, რომ ტექნიკური რეგლამენტი შემოღება ფქვილზე ფასების მომატებას არ გამოიწვევს.
უწყებაში ასევე მუშაობენ პურპროდუქტებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტის შემოღების საკითხზე, რომელიც მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.