რას უკრძალავს სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს ახალი ტექნიკური რეგლამენტი

© FB / Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaჭაჭა
ჭაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი რეგლამენტი არ ეხება ყურძნისგან დამზადებულ სპირტიან სასმელებს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვანების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისგან დამზადებული სპირტიანი სასმელების მწარმოებლებისთვის საქართველოს მთავრობამ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„სპირტიანი სასმელების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით.

ჭაჭა - Sputnik საქართველო
„ჭაჭის ფესტივალი“ – ალკოჰოლი, მუსიკა და XVIII საუკუნის კახეთი

რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნეს-ოპერატორზე ვრცელდება და ის ასევე განსაზღვრავს მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებებთან, აღწერასთან, წარდგენასთან და ეტიკეტირებასთან დაკავშირებით. აგრეთვე რეგლამენტი აწესრიგებს ბიზნეს-ოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს.  

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

დადგენილების ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 აპრილი განისაზღვრა.

ბიზნეს-ოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაშვებულია 2020 წლის 1 იანვრამდე.

ბოკალი თეთრი ღვინით - Sputnik საქართველო
ქართული ქარვისფერი ღვინო The Washington Post-ის ყურადღების ცენტრში მოექცა

ახალი რეგლამენტი არ ეხება ყურძნისგან დამზადებულ სპირტიან სასმელებს.

საქართველო სპირტიანი სასმელების ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს.

იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდამ 8% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 47%. სულ ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0