საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების რიცხვში მოხვდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიПользователь за ноутбуком.
Пользователь за ноутбуком. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია Freedom House-მა 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის შესახებ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების რიცხვში მოხვდნენ საქართველო და სომხეთი.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო და სომხეთი ისევე როგორც გასულ წლებში, იმ ქვეყნების სიაში მოხვდნენ, სადაც ინტერნეტი თავისუფალია, იტყობინება პორტალი digital.report.

 აზერბაიჯანი, უკრაინა და ყირგიზეთი ნაწილობრივ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდნენ, ხოლო რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი — არათავისუფალი. 

 ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა 5%-ით გაიზარდა. თუმცა ინტერნეტ-მომსახურების ღირებულება კვლავ მაღალია, ხოლო სიჩქარე — დაბალი, განსაკუთრებით სოფლებში. 

 „სახელმწიფომ ამ პრობლემების უახლოეს ხანებში გადაჭრის სურვილი გამოთქვა, თუმცა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ სუსტია. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ზუსტი სტრატეგია ჯერ კიდევ არ არსებობს“, —ნათქვამია ანგარიშში. 

 ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან ინტერნეტში ცენზურა არ შეინიშნება, ნათქვამია ანგარიშში. „პირიქით, ონლაინ-კონტენტი უფრო მრავალფეროვანი ხდება, ხოლო აუდიტორია უფრო ხშირად იყენებს სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად. საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა ცენზურის არც ერთი შემთხვევა. არ დაუკავებიათ არც ერთი ჟურნალისტი ან ბლოგერი“, —ასკვნის Freedom House.

 თავისუფალი ინტერნეტის პირველ ხუთეულში მოხვდნენ ისლანდია, ესტონეთი, კანადა, გერმანია და აშშ. ბოლო ხუთი ადგილი უჭირავს ირანს, ჩინეთს, სირიას, კუბას და ეთიოპიას. მოხსენების თანახმად, ინტერნეტ მომხმარებელთა 60% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ხელისუფლების კრიტიკის შემცველი მასალები ცენზურას ექვემდებარება. 

 Freedom House გლობალურ ქსელში უფლებათა სიტუაციას ქვეყნებში სამი კრიტერიუმით აფასებს — ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მომხმარებელთა უფლებები და სახელმწიფოს მიერ საიტების შინაარსში ჩარევის ხარისხი. ამ ანგარიშში განთავსებულია მონაცემები 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის მაისამდე. 


ყველა ახალი ამბავი
0