აპირებს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მას სრული თავისუფლება მიანიჭა >>

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შემოიკრიბა ოპოზიციური კოალიცია და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ხელისუფლება შეცვალა, პოლიტიკას 2013 წელს ჩამოშორდა. მან განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა შესრულებულია - კოალიციის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
„დაიცავი საქართველო“ ბრძოლას იწყებს - საქართველოს პოლიტიკურ არენაზე კონკურენცია ძლიერდება

2018 წლის გაზაფხულზე ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან მმართველი პარტია განხეთქილების ზღვარზე იყო და საჭირო იყო მისი გაძლიერება. „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები მოიგო და ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას შეუდგა.

„ის პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა Speagel-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ივანიშვილს პოლიტიკა არ მოსწონს.

„ჩემი მასთან გამართული მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი დათვალა >>

ამასთან, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წასვლას აღარ იჩქარებს და საქართველოში წლის განმავლობაში სერიოზული ცვლილებები დააანონსა.

კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“

„ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში ხედავს კაცს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როდესაც ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით, რადგან მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთებას სხვა ვერავინ მოახერხებდა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი და ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური