ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“

© FB / Salome Zourabichviliკახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე
კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილი ერთგულ ადამიანებს ეძებს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განახლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაჩქარდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

„დაწყებულია პროცესი, რაც გზას გაუხსნის პარტიაში, პარლამენტში ახალი, მომავლის ხედვის მქონე წარმატებულ ადამიანებს. ეს მხოლოდ ახალგაზრდებს არ ეხება, ეხება ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანს, ვისაც აქვს სათანადო მოტივაცია. რაც უფრო მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროცესი მით უფრო გააქტიურდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

ვინ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებზე? ბურჯანაძის პროგნოზები >>

განახლება მეტწილად „ქართული ოცნების“ რეგიონულ ორგანიზაციებს შეეხება.

„2020-ში სხვა მოცემულობა გვექნება და გუნდი, რა თქმა უნდა, იქნება განახლების რეჟიმში. საუბარია რეგიონულ ორგანიზაციებზე. პარტიას აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა განშტოება და აქ გვჭირდება ძალიან ბევრი ენერგიული ახალგაზრდა და არამხოლოდ ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“, სასამართლოებს სრული თავისუფლება მისცეს?

ძალების განაწილება

სოციალოგიური კვლევების თანახმად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს ყველაზე რეიტინგული პარტიის სტატუსს ინარჩუნებს.

„ქართულ ოცნებას“ მოსდევს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი ძალა აჩვენა. რამდენიმე წვრილ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანების შედეგად ენმ-ის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად გავიდა მეორე ადგილზე.

ასე რომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტიის შესაძლებლობების დაკნინება არ შეიძლება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია ხშირად იგებს იმის გამო, რომ ელექტორატი გადაწყვეტილებას ბოლო მომენტამდე ვერ იღებს. მომავალ არჩევნებზე ამ ელექტორატის ხმების ნაწილი შეიძლება წაიღოს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ისედაც 5%-იანი მხარდაჭერა აქვს და პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 5%-დან 3%-მდე შემცირდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება.

ექსპერტების თვალსაზრისი

„ამ ცვლილებებით „ქართულ ოცნებას" უნდა რეიტინგის შეცვლა, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა. მაშინ ეს ცვლილებები უნდა მოხდეს, როცა მორიგი არჩევნები იქნება... საზოგადოებაში არის მოთხოვნა სიახლეზე, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ახალი სახეები იყოს, მთავარია, ამ ძველმა სახეებმა სიახლე თქვას. დღეს სიახლე და ახალი იდეებია საჭირო და ამას გაჰყვება საზოგადოება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

უსუფაშვილი: პირველმა მოსვლამ არ გაამართლა და ახლა მეორედ „მეორე მოსვლა“ გახდა საჭირო >>

გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
TBC Bank–ის საქმე – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა უშედეგოდ დასრულდა

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ აქცენტს საზოგადოებაში პოპულარულ ადამიანებზე გააკეთებს.

„საპარლამენტო არჩევნების წინ იქნება ბევრი ძალისხმევა „ქართული ოცნების“ გუნდში პოპულარული სახეების მოზიდვის კუთხით, ისეთების, რომლებიც არ აღიზიანებენ ადამიანებს, პირიქით, იწვევენ სიმპათიასა და ნდობას. დაიწყებენ მათ ძებნას. ამასთან, კრიტერიუმი ასეთია: მათ არ უნდა შექმნან პრობლემა. მათ არ უნდა გაიტანონ სახლიდან ამბავი და არ უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი აზრი“, - განაცხადა მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

ივანიშვილმა გადაწყვიტა თავის ირგვლივ შემოიკრიბოს ერთგული ადამიანები და ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილით დაიწყო, აღნიშნა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ.

„ბიძინა ივანიშვილი მისი და პარტიის ერთგულ ადამიანებს ეძებს. ბევრი წავიდა პარტიიდან, და ეს გააკეთეს პირველ რიგში იმის გამო, რომ იყო შეუთავსებლობა ივანიშვილის თვალსაზრისთან. ამიტომ ის ეძებს ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თავი დიდი ხნის წინ წარმოაჩინეს და ჩვენ ვიცით, რომ ღარიბაშვილი მისთვის მუშაობდა და თავისი ერთგულების შესახებ ღიად აცხადებდა“, - ხაზგასმით აღნიშნა სიხარულიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0