„დაიცავი საქართველო“ ბრძოლას იწყებს - საქართველოს პოლიტიკურ არენაზე კონკურენცია ძლიერდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნა გადაწყვიტა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი საქართველო“, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებზე ეხმარებოდა, 13 აპრილს ჩაატარებს კრებას და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას გააპროტესტებს.

„თავისუფალი საქართველო" ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს >>

ორგანიზაცია წინა ხელისულების დროს, 2009 წელს მასშტაბური საპროტესტო აქციების პერიოდში შეიქმნა. ორგანიზაციის სახელწოდება გახდა ერთ-ერთი ლოზუნგი გაერთიანებული ოპოზიციისა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლას მოითხოვდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
არჩევნები მოახლოვდა – ხელისუფლება და ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადებიან

„დაიცავი საქართველო“ ბოლოჯერ გააქტიურდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა. პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ მისი გამარჯვების შანსები პრაქტიკულად იგივე იყო, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის.

ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მძლავრი მობილიზაციის და გარეშე დახმარების შედეგად გაიმარჯვა.

ორგანიზაცია უკმაყოფილოა

ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დავით მაღრაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ დაივიწყა თავისი დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ.

„შემოგვიერთდით, ვისაც მიგაჩნიათ, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი...  „ნაციონალურ მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო. შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც“, - განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, ეს ორი პარტია მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლით არის დაკავებული.

„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას – ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს 14:00 საათზე ფილარმონიაში, „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე“, - განაცხადა მაღრაძემ.

„ქართული ოცნების“ პოზიცია

მმართველმა პარტიამ აღიარა, რომ საზოგადოების ნაწილის ნდობა იმის გამო დაკარგა, რომ ყველა მიცემული დაპირება ვერ შეასრულა. 2018 წლის შემოდგომაზე, არჩევნების პერიოდში, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

შალვა შავგულიძე - Sputnik საქართველო
სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა არჩევნებისთვის ახალი მოკავშირეები მოძებნეს

უკვე 2019 წლის დასაწყისში პოლიტიკაში დაბრუნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თავის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული მომხრეების დაბრუნება დაისახა.

ამასთან „ქართული ოცნება“ ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს იმაში, რომ მაღრაძემ ალტერნატიული პოლიტიკური ძალა შეიძლება ჩამოაყალიბოს. პირიქით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ „დაიცავი საქართველო“ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს დააბალანსებს.

„ნამდვილად ვიცი, რომ ნებისმიერი ნაბიჯი რომელსაც ის გადადგამს, იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, მათ ექნებათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა... ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება დაბალანსებული, არაპოლარიზებული პოლიტიკა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრი“, - განაცხადა ჯაშმა.

ზუგდიდის მერის არჩევნები: გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება >>

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ორგანიზაციას „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლის იარაღად განიხილავს.

„არ ვფიქრობ, რომ დავით მაღრაძე არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგი, ის არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმ უბედურებების წინააღმდეგი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვებრძოდით. თუკი ცალკე, სხვა პლატფორმით, განსხვავებული მიდგომებით შეებრძოლება ამ წარსულს ბატონი დავითი, რა თქმა უნდა, გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ჩვენ ყველანი პრინციპში, ერთი და იმავე ბრძოლაში ვართ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გარდაიქმნება თუ არა საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიაში, ჯერჯერობით ცნობილი არაა. ყველაფერი 13 აპრილს, ფილარმონიაში გამართული სხდომის შემდეგ გაირკვევა.

ყველა ახალი ამბავი
0