„თავისუფალი საქართველო" ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

© photo: Kakha Kukava / FBკახა კუკავა
კახა კუკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ ცალკე აღებული ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რომელიც 19 მარტს გაიმართება.

არჩევნები მოახლოვდა – ხელისუფლება და ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადებიან>>>

თბილისის მთაწმინდის რაიონში მცხოვრებლებს პარლამენტის დეპუტატის არჩევა მოუწევთ. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან. ამ ეტაპზე ცესკოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 18 პარტია და 8 საინიციატივო ჯგუფია რეგისტრირებული.

„ჩვენ მესამე ძალა, ალტერნატივა უნდა შევქმნათ, რომელსაც ამომრჩეველი მხარს დაუჭერს. იმ ორ პოლუსს, რომლებიც დღეს არსებობენ – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველი არ გაჰყვება. ფართო საზოგადოება ამ პარტიებს მხარს არ უჭერს, არ ენდობა", – განაცხადა კუკავამ „Sputnik–საქართველოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისი სიტყვებით, დამოუკიდებლად ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ შეძლებს გამარჯვებას.

„ეს შეუძლებელია ჩვენი მწირი რესურსებით, ვერც ერთი პარტია ამ როლს ვერ ითამაშებს. ეს შეიძლება გაკეთდეს, თუ იქნება 6-7 პოლიტიკური ორგანიზაციისგან შექმნილი გაერთიანებული კოალიცია. მაშინ რეალურად იქნება შესაძლებელი ამომრჩევლისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება", – განაცხადა კუკავამ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
რა დაუჯდება ცესკოს შუალედური არჩევნების ჩატარება

როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის გაერთიანების შემთხვევაში მათი არჩეული დეპუტატი არც „ნაცმოძრაობასთან" და არც „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული არ უნდა იყოს.

შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე გაერთიანდნენ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" და არასაპარლამენტო პარტია „თავისუფალი დემოკრატები", რომლებმაც დეპუტატობის ერთიანი კანდიდატი შალვა შავგულიძე დაასახელეს.

12 პარტიისგან შექმნილმა გაერთიანებამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", უარი განაცხადა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ცნობილი ექიმი ლადო კახაძეა.

საქართველოში ყველაზე ორიგინალურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩს" ჰერმან საბო წარადგენს.

ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთდროულად ჩატარდება>>>

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა, უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა, ორთაბრძოლების ფედერაციის თავმჯდომარემ იოსებ კობერიძემ, „სამოქალაქო მოძრაობის" წევრმა ლევან იოსელიანმა, ისტორიკოსმა გრიგოლ გოგელიამ, „ინტელექტუალური კლუბი მშვიდობა და მეგობრობის" პრეზიდენტმა ბესიკ ადამიამ, საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ და სამართლის დოქტორმა თამარ ალფაიძემ.

შუალედური საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საქართველოს ცალკეულ ქალაქებში გაიმართება მერებისა და საკრებულოების დეპუტატების შუალედური არჩევნებიც. კერძოდ, საკრებულოს ცალკეული დეპუტატების არჩევნები ჩატარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის კონკრეტულ ოლქებში. მერების შუალედური არჩევნები კი გაიმართება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

 

ყველა ახალი ამბავი
0