ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები NASA-ში გასამგზავრებლად ემზადებიან

© photo : Ministry of Education, Science, Culture And Sport of Georgia / FB„2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსში გამარჯვებულები განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დააჯილდოვა
„2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსში გამარჯვებულები განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის გამარჯვებული ქართველ მოსწავლეთა გუნდი „ობერტონი” გახდა

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. მოსწავლეებმა, პროექტ „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ ავტორებმა „2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსში გაიმარჯვეს და ზაფხულში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ქართველი სტუდენტი კემბრიჯის უნივერსიტეტში მოხვდა >>

„ბარნის სმარტ ლაბირინთი“ - მედიცინასა და ბიოლოგიაში წინ გადადგმული ნაბიჯია. გამოგონება იძლევა შესაძლებლობას შემოწმდეს მედიკამენტების, კვების პროდუქტების, ჰაერის ზემოქმედება კონკრეტული ადამიანის მეხსიერებაზე და ამა თუ იმ ადამიანის მეხსიერების ტიპი განისაზღვროს.

პროექტზე მუშაობდა სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“, რომელშიც სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები შედიან - სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, გიორგი რეგიშვილი და იონა იობიძე.

ბარში - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

მეორე ადგილი დაიკავა პროექტმა „მოძრაობის სკანერი“. მისი ავტორები არიან კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები. ისინი სტენფორდის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან და შეისწავლიან რობოტექნიკას, რადგან მათი პროექტი სწორედ რობოტექნიკის დახვეწას ეხება.

პროექტ „ესკულაპმა“ მესამე ადგილი დაიკავა. ამ პროექტის ავტორები გაემგზავრებიან ბელგიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლაში Euro Space Center - ეს არის მეცნიერებისა და განათლების მუზეუმი ტურისტებისთვის, რომელიც ასტრონომიასა და კოსმონავტიკას ეძღვნება.

მეცნიერებმა დაადგინეს: საქართველოში ადამიანები ადრე ბერდებიან >>

„კონკურსში წელს მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა მოსწავლემ და მეორე ტურში 13 გუნდი გადავიდა. ეს არის 13 ინოვაციური პროექტი, რომელიც დამოუკიდებელი ჟიურის წევრებმა შეარჩიეს. თითოეულ პროექტს განვითარებისა და შემდგომი კომერციალიზაციის პოტენციური შესაძლებლობა გააჩნია“, - განაცხადა ფონდ „ათასწლეულის გამოწვევები - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისში მეცნიერების განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობენ

კონკურსი „ათასწლეულის ინოვაციები“ უკვე მეხუთე წელია ტარდება. კონკურსის ფინალში გადავიდნენ თბილისის, სენაკის, ქუთაისის, თელავის სკოლების მოსწავლეები.

ქართველი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა მიიღო მონაწილეობა.

„მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ მონაწილეობას ყოველწლიურ ცერემონიაში, რომელიც აჩვენებს ქართველი მოსწავლეების წარმატებას, რომელთაც მიაღწიეს წარმატებას ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგია, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. ეს უნარ-ჩვევები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა ახალგაზრდებმა და ქვეყანამ XXI საუკუნეში წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა უილსონმა.

საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა და პორტალი შეიქმნება >>

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ახალგაზრდა გამომგონებლებს წარმატება უსურვა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ

„დღეს ჩვენ აქ მოსწავლეების მიერ შექმნილი შთამბეჭდავი, ინოვაციური პროექტები ვნახეთ... მიხარია, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მომავალ მეცნიერ-გამომგონებლებს წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

კონკურსი „ათასწლეულის ინოვაციები" საქართველოში 2014 წლიდან ტარდება და მასში უკვე 300 გუნდს აქვს მონაწილეობდა მიღებული. კონკურსს მართავს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველო" აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით. კონკურსის მიზანს ინოვაციური პროექტების შექმნაში მოსწავლეთა ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0