თბილისში მეცნიერების განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობენ

გამოწერა
სახელმწიფო დააფინანსებს უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წვდომას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. პარასკევს თბილისში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, რომელშიც სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფორუმზე მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევების გარდა, იხილავენ ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმას. ქართველი სპეციალისტები უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავებენ ქვეყნის სამეცნიერო სფეროს განვითარების სტრატეგიას.

„განათლების რეფორმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მეცნიერების განვითარებაა. დღეს იმართება პირველი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი მეცნიერები, მათ შორის, უცხოეთში მოღვაწე მკვლევარები. ასევე, გვყავს პროფესორები ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან. დღეს დაიწყება მუშაობა სამეცნიერო სტრატეგიის შემუშავებაზე, პრიორიტეტების განსაზღვრაზე“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
მთავრობა გელათის აკადემიას 767 632 ლარით დაეხმარება

მისი სიტყვებით, დაგეგმილია მეორე ფორუმი, რომელზეც დასრულდება სამეცნიერო სფეროს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა. გაირკვევა, რა უნდა გააკეთოს საქართველომ მომდევნო წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს გასავითარებლად.

ღონისძიება მიმდინარეობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. ღონისძიებას, მეცნიერების გარდა, ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები.

„უახლოეს მომავალში უნივერსიტეტებში წარვადგენთ გეგმებს, რომლებიც საუკეთესო შედეგებს მოგვიტანს. ჩვენი სტრატეგია მიმართული იქნება მეცნიერების განვითარებისკენ და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქმის განხორციელებაში როგორც ჩვენს მეცნიერებს, ისე მომავალ მეცნიერებს. ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ რეფორმის გზა და თანამშრომლობით ერთად უნდა მივიღოთ სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“, - ხაზი გაუსვა მინისტრმა.

საქართველოში მიმდინარეობს განათლების მასშტაბური რეფორმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი მეცნიერების სფეროა. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს.

რეფორმა ოთხ წელიწადს გასტანს. იგი მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას განათლების ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა და პორტალი შეიქმნება>>

სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის დაინერგება ევროპული კვლევების საბჭოს სტანდარტები (ERC-სტანდარტები), ბლოკჩეინი და 3D-ტექნოლოგიები. გაძლიერდება კვლევების შედეგების შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტების როლი.

სახელმწიფო სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წვდომას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან - ELSEVIER. ეს არის სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო საინფორმაციო პროდუქტებისა და მომსახურების წამყვანი მსოფლიო მომწოდებელი. კომპანია თანამშრომლობს გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებასთან და აქვეყნებს 2,5 ათასზე მეტ ჟურნალსა და 20 ათასზე მეტი დასახელების წიგნს.

ქართულ და იაპონურ მხარეს შორის მემორანდუმის გაფორმება - Sputnik საქართველო
იაპონია საქართველოს სამეცნიერო სფეროს განვითარებაში დაეხმარება

განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის - Georgian Science - გამოცემა. სარედაქციო კოლეგიის წევრები იქნებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები.

ახალგზარდა მეცნიერთა წასახალისებლად იგეგმება ყოველთვიური სახელობითი 1000-ლარიანი სტიპენდიის დაწესება. გარდა ამისა, უფრო ხშირად გაიმართება კონკურსები საბავშვო ბაღებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

2019 წელს საქართველო შეუერთდება ევროკომისიის პროექტს - EURAXESS - უნიკალურ საერთო ევროპულ ინიციატივას, რომელიც მხარში უდგას პროფესიონალ მკვლევარებს. პროექტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა კვლევების ჩატარება, მეცნიერთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა, ევროპასა და დანარჩენ სამყაროს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოება.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნება პორტალი EURAXESS-Georgia, რომელიც ინტეგრირებული იქნება პანევროპულ ელექტრონულ სისტემაში - EURAXESS. სისტემასთან მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყანაა მიერთებული.

წარმატებულ ქართველ მეცნიერ-ემიგრანტებს საქართველოში პირველ სამეცნიერო ფორუმზე მოიწვევენ>>

საქართველოს ჩართვა EURAXESS სისტემაში უზრუნველყოფს ქართველი მკვლევარების წვდომას ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებთან, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მათ მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0