ქართველი სტუდენტი კემბრიჯის უნივერსიტეტში მოხვდა

© FB / Komarovi Campus Schoolგიორგი კერატიშვილი
გიორგი კერატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მეორე ქართველია, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამაზე ისწავლის.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 სკოლის მოსწავლე გიორგი კერატიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა უნივერსიტეტმა University of Cambridge მიიღო, ნათქვამია სკოლის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დიდ ბრიტანეთში University of Cambridge პირველი უნივერსიტეტია, ხოლო QS World University Ranking-ის რეიტინგით კი მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია. გიორგიმ ეკონომიკის ფაკულტეტი აირჩია.

სტუდენტები - Sputnik საქართველო
რას ირჩევს ახალგაზრდობა - საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები

გიორგიმ 2016 წელს HMC Projects-ში გაიმარჯვა და ორწლიანი დაფინანსება მიიღო. ამის შემდეგ მან შეძლო სწავლის ინგლისში, Kimbolton-ის სკოლაში გაგრძელება, სადაც სწავლის საფასური 60 ათასი ფუნტი სტერლინგია.

კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად გიორგიმ მოწვევა მიიღო ისეთი სასწავლებლებიდან, როგორიცაა UCL (University College London), The University of Warwick (დიდი ბრიტანეთი) და Bocconi University (იტალია).

გიორგიმ დიდ ბრიტანეთში მათემატიკის, ფიზიკისა და ეკონომიკის გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო. ამასთან ერთად, ბრიტანულ სკოლა Kimbolton-ში სწავლისას იგი სკოლის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მმართველად აირჩიეს. ამავე სკოლაში ფიზიკაში საუკეთესო მოსწავლედ დასახელდა.

ქართველი მოსწავლე ოქროს სერტიფიკატის მფლობელია, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში UK Maths Challenge მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0