რას ირჩევს ახალგაზრდობა - საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები

© photo: Sputnik / Stringerსტუდენტები
სტუდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ილიაუნის, თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებია

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. იმ სპეციალობებს შორის, რომლებიც წელს აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე აირჩიეს, ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი ლიდერობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლის სურვილი 2095-მა აბიტურიენტმა გამოთქვა.

ვის დაუფინანსებს მერია სწავლის საფასურს – განცხადებების მიღება დაწყებულია>>>

მეორე ადგილზე აღმოჩნდა ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამები (2005 აბიტურიენტი). მეამე ადგილზე კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1215 აბიტურიენტი) დასახელდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ - Sputnik საქართველო
გამოცხადდა საზღვარგარეთ უფასო სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი

აბიტურიენტებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტების ხუთეულში ასევე შესულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო პროგრამა (1044 აბიტურიენტი) და ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა (1046 აბიტურიენტი).

ამასთან, ყველაზე დიდი კონკურსი ილიაუნის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაზე იყო — 8,73. მეორე ადგილზე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობები (6,4) მოხვდა, მესამეზე კი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო უსაფრთხოების პროგრამა (4.3).

ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს აბიტურიენტები ოთხ გამოცდას აბარებენ. მათგან სამი სავალდებულო საგანია: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა. ერთი კი შერჩევითი — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო სამართალი.

მიმდინარე წელს 27,9 ათასზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მთლიანობაში 623 საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0