საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

გამოწერა
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მომსახურე პერსონალის მიმართ პატივისცემის ამაღლების კამპანიაში ხელოვნურ ინტელექტს ჩართავს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ წამოიწყო ახალი მარკეტინგული კამპანია „კეთილი განწყობით“, რომლის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის ამაღლება, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს წლის დასაწყისიდან რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია >>

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მომსახურების ხარისხის ამაღლებას აფერხებს, მომსახურების სფეროს თანამშრომლების მიმართ მომხმარებლების არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. ამ პრობლემის გადასაჭრელად განვითარებული ტურისტული სფეროს მქონე ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიები ტარდება. ეს კამპანიები გათვლილია როგორც მომსახურების სფეროს თანამშრომლებზე, ისე მომხმარებლებზე.

სვანეთი - Sputnik საქართველო
ზამთარი იგვიანებს: სეზონის გახსნა გადაიდო

საქართველოში დაიბეჭდება სარეკლამო სტიკერები პროექტის სახელწოდებით „კეთილი განწყობით“ და სხვადასხვა სლოგანებით -  #გაუღიმებარმენს, #გაუღიმეგამცილებელს, #გაუღიმეგიდს“ და სხვ. ასევე იგეგმება საინფორმაციო რგოლის შექმნა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდება. გარდა ამისა, Facebook-სა და Instagram-ზე კამპანიის გვერდები შეიქმნება.

ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით ავტობუსების გაჩერებებსა და მეტროს სადგურებში განთავსდება სარეკლამო ბანერები, რომლებზეც იქნება გამოსახული მიმტანები, გიდები, სასტუმროს მეპატრონეები და სხვ.

ავტობუსებში AI-ტექნოლოგიის (ხელოვნური ინტელექტი) ინოვაციური მონიტორები განთავსდება. მომსახურების სფეროს თანამშრომლების სახეები გაიღიმებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ წინ მდგომი ადამიანები მათ გაუღიმებენ.

თბილისში ტურისტულ ადგილებში აიგება „ღიმილის კედლები“, სადაც მომსახურების სფეროს თანამშრომლებისა და სარეკლამო კამპანიის მონაწილეების ფოტოებს გამოაკრავენ.

ყველა ახალი ამბავი
0