ხელისუფლებამ მოიფიქრა, როგორ აამაღლოს საქართველოში ტურისტების მომსახურების ხარისხი

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები მცხეთაში
ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება უმუშევრობასთან ბრძოლისა და სხვადასხვა სფეროს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მასშტაბურ პროგრამას იწყებს

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პროფესიული გადამზადების პროგრამა აამოქმედა - პირველ რიგში, ტურიზმის სფეროს, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წარმომადგენლებისთვის.

განათლების სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს >>

მინისტრმა ამ სფეროში ორ მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრა - ტურისტების მომსახურების ხარისხსა და პერსონალის უკმარისობაზე.

წელს იგეგმება ტურისტულ სფეროში დასაქმებული 1,5 ათასი ადამიანის გადამზადება. სასწავლო პროგრამები გამიზნულია საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების, აგროტურიზმის, მუზეუმების, კულტურული და ღვინის ტურიზმის თანამშრომლების, გიდების, სამთო გამყოლებისა და სათავგადასავლო ტურიზმის ინსტრუქტორებისთვის.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა-განვითარების მიმართულებით ჩვენ გამოვყავით რამდენიმე პრიორიტეტი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - პროფესიული გადამზადების პროგრამაა“, - აღნიშნა ქობულიამ.

ნიკო კვარაცხელია - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების კარგი პერსპექტივები გააჩნია

ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკის სამინისტროს უწყებების - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელები.

გადამზადების კურსებზე დასწრებას შეძლებენ როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებულები, ისე სამსახურის მაძიებლები. მთავარი მიზანი - შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პერსონალის შექმნაა.

„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით იწყება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გიდების გადამზადებას მათთვის და მთელი ქვეყნისთვის საინტერესო თემაზე - „ ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“. ძალიან მნიშვნელოვანია, გიდმა იცოდეს, როგორ ესაუბროს ტურისტს, რა ინფორმაცია მიაწოდოს მას, რა გზავნილებია მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ქობულიამ.

ტურიზმის ახალი ზღვარი საქართველოსთვის – 11 მილიონი უცხოელი >>

პირველ ეტაპზე ტრენინგები თბილისში ჩატარდება, შემდეგ - ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში. საერთო ჯამში გადამზადებამ უნდა მოიცვას ტურისტული პოტენციალის მქონე ყველა ქალაქი, რაიონი თუ სოფელი.

მინისტრი მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ტურიზმისთვის 138 მილიონი: როგორ განვითარდება საქართველოს რეგიონები

ტრენინგები 20-ზე მეტი მიმართულებით ჩატარდება: მომსახურების უნარები; მარკეტინგი და გაყიდვები; უცხო ენა; ჰიგიენა და უსაფრთხოება; პირველი სამედიცინო დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების უნარები; აგროტურისტული ობიექტების, პრობლემური სიტუაციების, სახანძრო უსაფრთხოების მართვა.

სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ თითოეული მონაწილე სერტიფიკატს მიიღებს.

ხელისუფლება წელიწადში 50 ათასი ადამიანის გადამზადებას გეგმავს. მათი 70%-ის დასაქმების შემთხვევაში, 2025 წლისთვის დამატებით 500 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის რევოლუციური გარღვევა იქნება, მიაჩნია მინისტრს.

ყველა ახალი ამბავი
0