ექსპერტი: საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების კარგი პერსპექტივები გააჩნია

ნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი მოდის კვირეულია. განაცხადა "Sputnik- საქართველოსთან" ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში ნიკო კვარაცხელიამ.
ექსპერტი: საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების კარგი პერსპექტივები გააჩნია

 

"Tbilisi Fashion Week-ის მეთხუთმეტე სეზონი, რომელზეც 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლექციები იქნება წარმოდგენილი, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მას ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ვერ განვიხილავთ. აქ ფული იმდენად დასათვლელი არაა, რამდენადაც მისი ღირებულება ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში", — მიაჩნია ექსპერტს.

Tbilisi Fashion Week-ი 19-23 აპრილს გაიმართება. მოდის კვირეულზე ისეთი ბრენდების ბაიერებს ელოდებიან, როგორებიცაა Harvey Nichols (ჰონგ-კონგი), Rijoux Store (ტელ-ავივი, ისრაელი), Concept Store PORTA 9 (რუსეთი), Al Duca D"acosta (ვენეცია), Joseph Store (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვები. სწორედ ისინი გააცნობენ სამყაროს ქართული მოდის სიახლეებს.

ყველა ახალი ამბავი
0